სასკოლო კლუბის სახელწოდება: კინოფილმები და ლიტერატურა
სასკოლო კლუბი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
დიდიჭყონის #1 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სასკოლო კლუბი სახელწოდებით „კინოფილმები და ლიტერატურა“რომლის მიზანია:
Ø მოსწავლეთა კლასგარეშე აქტივობებში ჩართულობის გაზრდა.
Ø სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების გზით მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა.
Ø ცოდნის მიღება და ურთიერთგაზიარება.
Ø პრობლემის იდენტიფიცირება და მათზე მსჯელობა.
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ლიტერატურული ნაწაროებებს გავლენით შექმნილ ფილმებს, შეასრულონ საინტერესო დავალებები.საკლუბო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ნასწავლი მოთხრობების კინოვერსიებს და შეადარებენ ტექსტს.ასევე უკეთ გაეცნობიან იმ ეპოქას რომელშიც ხდებოდა მოქმედება და გაავლებენ პარალელებს თანამედროვეობასთან.
1.
კლუბის ზოგადი დებულება: კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე.კლუბში თავმოყრილია საერთო ინტერესების და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები.
კლუბში მუშაობა წარიმართება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.
კლუბს აქვს წესდება,კლუბის მუშაობა ასახულია ბლოგზე.
კლუბის მისამართია: დიდიჭყონის N1 საჯარო სკოლა.
ელფოსტა:ntodua44@gmail.com
ტელ:--551
09 11 90-
კლუბის კურატორია:დიდიჭყონის N1 საჯარო სკოლის ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი ნონა თოდუა.
2.კლუბის წესდება:
Ø
კინოკლუბი შეიქნა სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდიჭყონის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე.
Ø
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს რომელიც დაინტერესებულია ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციით.
Ø
კლუბი მუშაობას იწყებს 2022 წლის ნოემბრის თვეში.
Ø
მეცადინეობა გაიმართება თვის განმავლობაში ორჯერ.
Ø
საკლუბო მუშაობა გრძელდება 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე.
Ø
კლუბის წევრობის სურველებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი განცხადება.
Ø
კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა ხელმძღვანელი პედაგოგის მიერ.
3.ზოგადი დებულებები:
Ø
კლუბი არის საგანმანათლებლო დანიშნულების.
Ø
კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს.
Ø
საპატიო მიზეზის შემთხვევაში კლუბის წევრს შეუძლია არ დაესწროს ზოგიერთ შეხვედრას.
Ø
კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს აქტივობებში და შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.
Ø
კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება.
4.კლუბის მიზნები და ამოცანები
Ø კინოპფილმების და ლიტერატურული ნაწარმოებების პოპულარიზაცია;
Ø შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარება;
Ø სააზროვნო უნარების განვითარება;
Ø მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება;
Ø მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.
რეკომენდაციები სასკოლო კლუბის შესაქმნელად კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს დაარღვევს.
5.კლუბის მუშაობის სტრუქტურა
Ø
კლუბი შედგება არანაკლებ 5 მოსწავლისაგან;
Ø
საკლუბო მუშაობას უძღვება ხელმძღვანელი მასწავლებელი;
Ø
კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე (ფარული ან პირდაპირი შერჩევის გზით);
Ø
ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ხელმძღვანელ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს;
Ø
ლუბის ლიდერი აირჩევა ერთი წლის ვადით;
Ø
ხელმძღვანელი მასწავლებელი კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
Ø
6.კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა
Ø ინდივიდუალური;
Ø ჯგუფური;
Ø პრეზენტაცია;
Ø დისკუსია/დებატი.
6.
ხელმძღვანელი მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა
Ø საკლუბო მუშაობის დაწყებამდე, სკოლის ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
Ø კლუბის სახელწოდება
Ø კლუბის წესდება;
Ø კლუბის სამუშაო გეგმა;
Ø განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.
7.
საკლუბო მუშაობის პერიოდი
Ø კლუბის მუშაობა განხორციელდება I-II სემესტრში, 2022-2023 სასწავლო წლები;
Ø მასწავლებლისა და მონაწილე კლუბის წევრები თანხმდებიან საკლუბო შეხვედრის თარიღზე;
Ø საკლუბო მუშაობის პერიოდში, ეტაპობრივად, აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სკოლის ვებგვერდზე, ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის პირად ბლოგზე.
კლუბის სამუშაო გეგმა
ჩამოთვლილი ღონისძიებები, შესაძლოა, შეცვალოთ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი აქტივობებით (მაგ.: კედლის ან ელექტრონული გაზეთის მომზადება ფილმის შესახებ; სხვადასხვა ტიპის კონკურსებით; როლური თამაშების
ორგანიზება; შემოქმედებით კოლექტივებთან შეხვედრა და ა.შ.).
კლუბური მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ფორმად ითვლება. კლუბის ხელმძღვანელობა პედაგოგის პროფესიულ პორტფოლიოში ერთ-ერთი გამორჩეული „ფურცელია“ და ნათლად ასახავს მასწავლებლის არასაგაკვეთილო პროფესიულ საქმიანობას.
ფილმის ლინკები:
ნოდარ დუმბაძის ძაღლი https://www.youtube.com/watch?v=PEBO82dFYpM&t=1483s
ნოდარ დუბაძის ბოშები https://www.youtube.com/watch?v=1saEpECHgqE
ნატვრის ხე https://www.youtube.com/watch?v=iiIBJhUVWEU
ჟან ჟიონის მოთხრობა-
ადამიანი რომელიც ხეებს რგავდა https://www.youtube.com/watch?v=sHUV3y9UAfE
კრისტენ შერიდანი ოგუსტ რაში
https://www.adjaranet.com/movies/2415/August-Rush?lang=GEO&quality=SD
ბაში აჩუკი
https://www.youtube.com/watch?v=CNlnzDlxTAk
ჰელადოს
https://www.youtube.com/watch?v=ZX8X3WqTUrk
ფილმთან დაკავშირებული დავალებები:
Комментариев нет:
Отправить комментарий