სასწავლო პროექტი "დედები და მათი ნაშიერები"
პროექტის დაიგეგმა დედის დღესთან დაკავშირებით.პროექტის საბოლოო პროდუქტი სწორედ დედის დღესთან დაკავშირებული მისალოცი ბარათის დამზადება იყო.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს პლაკატები,შეავსეს კროსვორდი.
პროექტმა მათ საშუალება მისცა მოეძიებინათ ცხოველებსა და ფრინველებში ნაშიერების დასახელება,ასევე გასცნობოდნენ მათი ცხოვრების წესს,მათ დანიშნულებას და მნიშვნელობას.
პროექტმა მოსწავლეებს განუვითარა,შემოქმედებითი აზროვნების,კვლევა-ძიების უნარები ასევე დაეხმარა მარტივად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მათ აეთვისებინათ თემასთან დაკავშირებული საგაკვეთილო მასალა.
............................................................................
სასწავლო პროექტი "ოქროსფერი შემოდგომა"
პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა გააცნობიერონ წელიწადის დროები,მათი როლი ადამიანის ყოველდღიურობაში.ამოიცნონ შემოდგომისთვის მახასიათებელი ნიშნები,განასხვაონ სეზონები ამინდის მიხედვით.
პროექტის აქტუალურია იმ მხრივაც,რომ მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედობითობის,კვლევა-ძიების,ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენები უნარებს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლებმა შექმნეს შემოდგომისს თემაზე დეკორაციები,მორთეს საკლასო ოთახი.გაააცნობიერეს წელიწადის ამ დროის მნიშვნელობა,მოახდინეს მცენარეთა კლასიფიკაცია მარადმწვანე,ერთწლიანი,მრავალწლიანი კულტურები.
დაამზადეს თათარა,ასევე პროექტის ფარგლებში მოეწყო სახალისო ვიქტორინა.ნასწავლი ლექსების მეშვეობით მოსწავლეებს უნდა ამოეცნოთ წელიწადის დროები.
პროექტის ფარგლებში გაიმართა ასევე სასკოლო ღონისძიება "ოქროსფერი შემოდგომა"
პროექტის ხელმძღვანელები:
ნონა თოდუა.
მზევინარ ჩუბინიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий