ჩემი სტატიები







სოციალური უნარების განვითარება






    სკოლაში ჩვენ ყველანი ერთად ვართ....




  როგორც ცნობილია მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს სკოლა.თანატოლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია მოზარდის პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის.გარდა ამისა აღსანიშნავია მასწავლებლის როლი,მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.ჩამოვთვალოთ მასწავლებლის ქმედებები,რომლებიც მნიშვნელოვანია  მოსწავლეთა სოციალიზაციის თვალსაზრისით:
    1. მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს სოციალური კომუნიკაციის და თანამშრომლობის შესაძლებლობა.თანატოლებთან ურთიერთობით ისინი სწავლობენ სოციალურად მისაღებ საქციელს.სხვადასხვა სახის თამაშები აყალიბებენ ისეთ უნარ-ჩვევებს,როგორიცაა: სამყაროს სხვა ადამიანის თვალით დანახვის და კონფლიქტების გადაწყვეტის უნარი.
   როდესაც მოსწავლეებს მასწავლებელი  აძლევს დავალებას,რომლის შესრულება ერთმანეთთან თანამშრომლობას მოითხოვს.ამით მათ ეძლევათ საშუალება  განუვითარდეთ სხვების დახმარებისა,სამართლიანობის და პატივისცემის უნარები.
2.მასწავლებელმა ყოველთვის უნდა  აღნიშნოს და შეაქოს მოსწავლის სოციალურად მისაღები საქციელი.უთხრას  მათ "დიდი მადლობა დახმარებისთვის"ან "ძალიან მიხარია,რომ ამ დავალების შესრულებაზე ერთად ვიმუშავეთ"და სხვა......
3. აუცილებელია დაინერგოს საკლასო ოთახში ქცევის წესები,რომლებიც ყველა მოსწავლისთვის გასაგები და ნათელი იქნება.ასევე აუცილებელია მასწავლებელმა იმუშაოს ისეთი მიუღებელი მოქმედებების აღმოფხვრაზე,როგორიცაა:უყურადღებობა,
უგულისყურობა,აგრესია და უარყოფითი კომენტარები.



*****************************************************************************************************************************************************************************************************************************************







განმავითარებელი კომენტარი

სკოლაში......

მოსწავლეთა შეფასება.
შეფასების მნიშვნელობა
და განმავითარებელი შეფასების როლი.



                                                 განმავითარებელი კომენტარი


  მოსწავლის შეფასება არის მასწავლებლის ერთ-ერთი ძირითადი დამნიშვნელოვანი საქმიანობა.მკვლევართა აზრით (მუისი და რეინოლდსი,2005) შეფასებაზე მასწავლებლის დროის ერთი მესამედი იხარჯება.
    მოსწავლის შეფასება გვაძლევს იმის საშუალებას გავიგოთ,თუ როგორ აითვისეს მოსწავლეებმა სასწავლო მასალა.რომელია მათი ძლიერი და სუსტი მხარე.შეფასების საშუალებით სწორად ვგეგმავთ სასწავლო პროცესს და მოსწავლეთა პროგრესისა თუ რეგრესის გათვალისწინებით ვადგენთ სასწავლო აქტივობებს.სწავლების პროცესში                შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება.ესენია: დაკვირვება,ტესტი,პორფოლიოს მეშვეობით შეფასება.ასევე მნიშვნელოვანია შეფასების ორი ფორმა ესენია: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
          გავეცნოთ განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას და ფორმებს.
    განმავთარებელი შეფასების მიზანია დაეხმაროს მოსწავლეს უნარების დახვეწაში,სხვადასხვა რჩევის ,რეკომენდაციის თუ პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავების გზით.ამ ტიპის შენიშვნების დროს მოსწავლე მასწავლებლისგან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით გაკეთებული კომენტარების დახმარებით,მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას,რომელიც მას ეხმარება ისწავლოს უკეთ,გააცნობიეროს საკუთარი სწავლის მიმდინარეობა.მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების საშუალებით  გეგმავს სასწავლო პროცესს და სწავლების ტემპს ისე,რომ მისი ქმედებები მიმართულია მოსწავლის განვითარებისკენ.
    განმავითარებელი შეფასების ფორმაა ზეპირი ან წერილობითი კომენტარები.რომელიც ტრიმესტრის განმავლობაში ან მის ბოლოს კეთდება.კომენტარები აღწერს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს და შეიცავს რეკომენდაციებს სწავლის გაუმჯობესების შესახებ.
   მკვლევართა აზრით კომენტარების გაკეთება სწავლების ძალიან ეფექტური მეთოდია.მკვლევარმა ჯონ ჰეთიმ (1992) 8000-მდე კვლევა განიხილა და დაასკვნა:
               ყველაზე ძლიერი მეთოდი,რომელიც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას აუმჯობესებს,კომენტარების გაკეთებაა.შესაბამისად,განათლების ხარისხის გაუმჯობესების ყველაზე მარტივი რეცეპტი იქნებოდა-"რაც შეიძლება ხშირად გააკეთეთ კომენტარები"
   კვლევების შედეგად რეკომენდირებულია კომენტარების გაკეთების შემდეგი მეთოდები:
1.მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომენტერები ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე.კომენტარი სასარგებლოა მაშინ თუ ის ზედმიწევნით უხსნის მოსწავლეს რა გამოუვიდა კარგად და რა არა.მხოლოდ იმის მინიშნება მოსწავლისთვის ,რომ მისი პასუხი არსწორია უარყოფით გავლენას ახდენს მასზე.მოსწავლეზე  მითითება,რომ იქამდე იმუშაოს დავალებაზე სანამ განსაზღვრულ შედეგს არ მიაღწევს. არის მისი აკადემიური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი.
2. მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომენტარები უნდა იყოს დროული.მაგალითად ტესტის მთლიანად დასრულებისთანავე გაკეთებული კომენტარი ყველაზე ეფექტურად ითვლება.ვიდრე ტესტის რომელიმე ნაწილების დასრულების შედეგად გაკეთებული კომენტარი.ასევე გასათვალისწინებელია,რომ გვიანი კომენტარები ნაკლებ გავლენას ახდენენ მოსწავლეზე და მის აკადემიურ მოსწრებაზე.
3.მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომენტარები კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა უკავშირდებოდეს.უნდა განისაზღვროს კრიტერიუმი,რომელიც კონკრეტული დონის ცოდნისა და უნარების განვითარებისკენაა მიმართული.კომენტარები  უნდა უკავშირდებოდეს სწორედ ამ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.ამ სახით გაკეთებული კომენტარი გაცილებით მნიშვნელოვანია.იგი ემსახურება მოსწავლის სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას.
4.ეფექტური კომენტარების გაკეთება მოსწავლეებსაც შეუძლიათ. კვლევები აჩვენებს,რომ მოსწავლეებსაც შეუძლიათ საკუთარი პროგრესის ეფქტური მონიტორინგი(თრამელი,შლოსი და ალფერი,1994)მოსწავლეები სწავლის პროცესში ინიშნავენ საკუთარ წარმატებებს.აკეთებენ თვითშეფასებას.ეს ეხმარება მათ დაეუფლონ კონკრეტულ უნარებს.ასევე მიაღწიონ მაღალ აკადემიურ შედეგებს.
    სასურველია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ხშირად გამოიყენებოდეს განმავითარებელი შეფასების ეს ფორმა.მასწავლებლის მიერ გაკეთებული დროული,შედეგების გაუმჯობესებაზე და კონკრეტული უნარების დაუფლებისკენ მიმართული კომენტარები სასწავლო პროცესს გახდის უფრო საინტერესოს და შედეგზე ორიენტირებულს.რაც შეეხება კომენტარების არასათანადო სიხშირით გამოყენებას ეს ფაქტორი სწავლების ეფექტურობასა და მოქნილობაზე უარყოფითად აისახება.

          გამოყენებული ლიტერატურა:
  ეფექტური სწავლება სკოლაში.
                                                                                                       სწავლება და შეფასება.
                                                                                    ეფექტიანი სწავლება.

    















******************************************************************************************************************************************************************************************************************************************






პიაჟე საკლასო ოთახში


                 ჟან პიაჟე 
                 (1896-1980)

   

  





     შვეიცარიელი ფსიქოლოგი,ინტელექტის განვითარების თეორიის ავტორი.1992 წლიდან იყო ჟენევის უნივერსიტეტის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი.მან შექმნა ბავშვთა აზროვნების განვითარების ექსპერიმენტული კვლევის სკოლა.




             პიაჟეს თეორიის გამოყენება სწავლების პროცესში
1.შევამოწმოთ არა მხოლოდ მოსწავლეთა პასუხები არამედ უნდა ვიცოდეთ ის გონებრივი პროცესები ,რომლებიც გამოიყენეს მოსწავლეებმა ამ პასუხების მისაღებად.
 სასწავლო პროცესი ეფექტურია მაშინ როცა ის ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს.მასწავლებელი მხოლოდ მაშინ ქმნის შესაფერის სასწავლო სიტუაციებს და გამოცდილებებს,როცა ესმის ,თუ რა მეთოდებს იყენებენ მოსწაავლეები კონკრეტული დასკვნის გამოსატანად.
2.მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება,რომ მოსწავლე უნდა  იყოს ინიციატორი და აქტიურად ჩართული სასწავლო პროცესში. საურველია მივაწოდოთ მასალა ისე, რომ მოსწავლემ შეძლოს თავად გააკეთოს აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის საშუალებით.ნაკლები ყურადღება გავამახვილოთ მასალის პირდაპირ მიწოდებაზე.უმჯობესია გამოვიყენოთ მრავალფეროვანი დავალებები რაც მოსწავლეს  მისცემს გარემოსთან ურთიერთობის შესაძლებლობას.


3.გავაცნობიეროთ,რომ მოსწავლეთა განვითარების ტემპი განსხვავებულია და გავითვალისწინოთ ეს განსხვავება სასწავლო  პროცესში.
 როგორც ცნობილია პიაჟეს თეორიის მიხედვით ყველა ბავშვი განვითარების სტადიებს ერთნაირი თანმიმდევრობით გადის,თუმცა განსხვავებული სისწრაფით/ტემპით.ამიტომაც დავალებები ცალკეული მოსწავლისთვის ან მოსწავლეთა პატარა ჯგუფისთვის უნდა იყოს დაგეგმილი.მოსწავლეთა შეფასება უნდა მოხდეს მოსწავლის ინდივიდუალური  განვითარების პროგრესის გათვალისწინებით და რა ნორმატიული სტანდარტით,რომელიც მოსწავლის მიღწევებს მისივე ასაკის ან კლასის მოსწავლის მოსწრებას ადარებს.                                                  



                            



      გამოყენებული ლიტერატურა:
1.განვითარებისა და სწავლების თეორიები;
2.პროფესიული უნარები   2008.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
----------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლევ ვიგოტსკი



 ვიგოტსკის თეორია  საკლასო ოთახში

1. დავადგინოთ მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონა.მივცეთ მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებები რათა შევაფასოთ თუ რა სახის ამოცანების შესრულებას ვერ ახერხებს მოსწავლე დამოუკიდებლად,მაგრამ შეუძლია მოზრდილი ადამიანების ,ან უფრო დახელოვნებული თანატოლის დახმარებით.
2.სწავლების დროს გავითვალისწინოთ მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონა .სწავლება მიმართული უნდა იყოს ზონის ზედა ზღვარისკენ,რათა მოსწავლემ შეძლოს მიზნის მიღწევა სხვების დახმარებით.მივცეთ მოსწავლეებს დავალებები,რომელთა შესრულებას სხვების დახმარებით შეძლებენ.ეს მათ მოამზადებს იმისთვის,რომ უფრო რთული პრობლემები გადაჭრან და უფრო რთულ ცოდნას დაეუფლონ.
3.შევთავაზოთ მოსწავლეს დახმარება,მაგრამ არა იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა.ვკითხოთ:"რით შემიძლია დაგეხმაროთ" ან უბრალოდ თვალი ვადევნოთ თუ როგორ ცდილობს თავი გაართვას  დავალების შესრულებას.დახმარება გავუწიოთ საჭიროებისამებრ.გავამხნევოთ,წავაქეზოთ ისინი,რომ ივარჯიშონ ახლადშეძენილი ცოდნის ან უნარის განმტკიცებაზე.
   განვიხილოთ დამხმარე მექანიზმები,რომლების მოსწავლეებს მათი განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში მყოფი ამოცანების შესრულებაში დაეხმარება.
*      დავეხმაროთ მოსწავლეებს შეადგინონ ახალი ამოცანების გადაჭრის გეგმა;
*      ვაჩვენოთ მოსწავლეებს მაგალითი,თუ როგორ შეიძლება მოცემული დავალების შესრულება;
*      რთული დავალება დავყოთ რამოდენიმე პატარა,უფრო მარტივ ნაწილებად;
*      მივცეთ კონკრეტული მითითებები/მიმართულება,თუ როგორ უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა დავალება;
*      დავუსვათ კითხვები,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს,იფიქროს ამოცანის გადაჭრის გზებზე;
*      გავუღვიძოთ მოსწავლეებს დავალების წარმატებით შესრულების მოტივაცია;
*      დროდადრო შევახსენოთ მოსწავლეებს თუ რა არის მათი მიზანი მოცემული დავალების შესრულების დროს;
*      ხშირად შევაფასოთ მოსწავლეთა პროგრესი და გავამხნევოთ ისინი;
სწავლების პროცესში მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლის მეგზური და მრჩეველი და არა მისი მმართველი და ხელმძღვანელი.
 4.გამოვიყენოთ უფრო კომპეტენტური თანატოლები მასწავლებლის როლში.როგორც ცნობილია მოსწავლეებს არა მარტო მასწავლებლები არამედ მათი თანატოლებიც ეხმარებიან.
 5.წავახალისოთ მოსწავლეები,რომ გამოიყენონ ეგოცენტრული მეტყველება,განსაკუთრებით რთული დავალებების შესრულების დროს.დაწყებით კლასებში თანდათანობით შევუწყოთ ხელი,რომ გაითავისონ და დაარეგულირონ ეგოცენტრული მეტყველება,რათა ადვილად გადავიდნენ შინაგან მეტყველებაზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий