პრაქტიკული კვლევა

გადადით ლინკზე:

პრაქტიკული კვლევის ანგარიში    




პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევის ანგარიში
საკვლევი თემა:
თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა მოსწავლეთა თვითგანვითარების და ცოდნის შეძენის პროცესში,თვითშეფასებისას წამოჭრილი პრობლემები და გადაჭრის გზები
ნონა თოდუა
დიდიჭყონის №1 საჯარო სკოლის
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

                 ს ა რ ჩ ე ვ ი

თავი I
შესავალი
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის ჩატარების წინაპირობა და გამომწვევი მიზეზები.

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა

თავი III
პრობლემა და საკვლევი საკითხი

თავი IV
კვლევის გეგმა

თავი V
მონაცემთა ანალიზი

თავი VI
კვლევის მიგნებები

თავი  VII
შესაძლო ინტერვენციები

თავი VIII

განხორციელებული ცვლილებები

თავი IX
კვლევის რეკომენდაციები

თავი X
ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციების შეფასება

თავი XI
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3


                           









                                                                        შესავალი
 გაკვეთილის მსვლელობისას  მასწავლებლებს მუდმივად გვიწევს მოსწავლეზე დაკვირვება.როგორც ცნობილია მასწავლებლის მიერ მოსწავლეებზე დაკვირვება მიმდინარე შეფასების ერთერთი მეთოდია.დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანაწერები მოიცავს ინფორმაციას მოსწავლის მიღწევების და პრობლემების შესახებ.ჩანაწერები შეეხება სწავლების ისეთ ეტაპებს როგორიცააა:დაფასთან მუშაობა,დასმულ კითხვაზე პასუხების გაცემა,ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის მიღება,ინდივიდუალური სამუშაოს შესრულება,საკლასო წერა,მეგობრებთან ურთიერთობა და ცხრილების და კითხვარების შევსება,დროის ლიმიტის სწორად განაწილება და ამასთან ერთად თვითშეფასების კითხვარების შევსება.
   ჩანაწერების საშუალებით მასწავლებელი სისტემატიურად აგროვებს ინფორმაციას მოსწავლის პროგრესის და პრობლემის შესახებ.ჩანაწერები კეთდება იმ მიზნით რომ შემოწმდეს მოსწავლის ცოდნა და შემდგომ მიეცეს მას განმავითარებელი კომენტარი,როგორ მიღწიონ უკეთეს შედეგს,რა უნდა გააუმჯობესოს.
 სწორედ მოსწავლის დახმარებას და მისი მიღწევების გაუმჯობესებას ვისახავდი მიზნად როდესაც მათზე დაკვირვებას ვახორციელებდი.დაკვირვების პროცესში ვაკეთებდი შესაბამის ჩანაწერებს.სწორედ  ჩანაწერების გადახედვის და გაანალიზების შემდგომ აღმოვაჩინე პრობლემა რომელმაც ჩემი ყურაადღება მიიქცია.კერძოდ როდესაც ზედიზედ რამოდენიმე გაკვეთილზე შევიტანე  მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარები და ცხრილები აღმოჩნდა რომ მოსწავლეებს ჰქონდათ დაბალი წარმოდგენა თავიანთ თავზე ან პირიქით.ისინი აღნიშნავდნენ რომ ყველაფერი არც ისე  კარგად გამოუვიდათ.მიუხედავად ჩემი მცდელობისა,რომ შემეხსენებინა მათთვის ყოფილიყვნენ ობიექტურები და შეეფასებინათ თავიანთი ცოდნა ადეკვატურად პრობლემა მაინც პრობლემად დარჩა.დაახლოებით ათი გაკვეთილის მიმდინარეობისას გაკეთებულ ჩანაწერებში,კარგად ჩანდა რომ ისინი ვერ ახერხებდნენ  გაერჩიათ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები,ვერ ახერხებდნენ ყოფილიყვნენ თვითკრიტიკულები,არადა საკუთარი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლის,თვითკრიტიკულობის და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება ვთვლი რომ მნიშვნელოვანი უნარებია, სწავლის პროცესის მიმართ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების საქმეში.
 სწორედ ამ პრობლემის გამოვლენამ მიბიძგა  განმეხორციელებინა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.  ვთვლი რომ სარგებელი რასაც ამ კვლევიდან მივიღებ იქნება მნიშვნელოვანი, როგორც ჩემთვის ასევე ჩემი მოსწავლეებისათვის. მე მივიღებ გამოცდილებას,როგორ ვიმუშაო მოსწავლეთა ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებაზე ხოლო ჩემი   მოსწავლეები შეძლებენ  საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებას,ჩამოუყალიბდებათ თვითკრიტიკულობის უნარი,კარგად გააცნობიერებენ  თავიანთი სუსტ და ძლიერ მხარეებს და შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების და მიღებული ცოდნის ობიექტურ შეფასებას. რაც შეეხება კოლეგებს ვითამშრომლებ მათთან კვლევის პრიცესში.კვლევის ბოლოს მათ გავაცნობ შედეგებს.ისინი მიიღებენ გარკვეულ ინფორმაციას თემასთან დაკავშირებით,ექნებათ საშუალება თავადაც დაგეგმონ მსგავსი კვლევები და გაითვალისწინონ  ჩემი გამოცდილება.


                                                              ლიტერატურის მიმოხილვა
  განმარტებით ლექსიკონში განათლების სპეციალისტებისათვის თვითშეფასების შესახებ ასეთი განმარტებაა მოცემული:“თვითშეფასება არის პროცესი,რომლის საშუალებით მოსწავლე ერთვება საკუთარი სწავლის მიზნების ჩამოყალიბებასა და საკუთარი სწავლის პროცესის მართვაში.ამისთვის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ნაშრომების შეფასების საშუალება.მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს რომ აწარმოონ საკუთრი სასწავლო აქტივობებზე ჩანაწერები,პერიოდული წერილობითი შეფასებები.მაგალითად,თვითშეფასების ცხრილში შესაძლოა მოცემული იყოს შემდეგი პუნქტები:
1.რა გავაკეთე დღეს?2.რა წარმატებით გავაკეთე3.ვისთან ერთად ვიმუშავე?4.რა გავაკეთე კარგად?5.რა მინდა რომ უკეთ გავაკეთო? და ა.შ.
თვითშეფასების ერთერთი ხერხია ასევე როცა მასწავლებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეეებს სთხოვს შეამოწმონ პასუხები და მთელ კლასს უკითხავს სწორ ვარიანტებს.მოსწავლეები ადარებენ საკუთარს.მიღებული შედეგების საფუძველზე მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას.მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ახსნან თავიანთი შეცდომების მიზეზები.(„განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპესიალიეტებისათვის“ 2007 .ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. გვ.34,35)
თვითშეფასების მუდმივი წარმოება მოსწავლეებს უყალიბებს შეცდომის მიმართ სწორ დამოკიდებულებას.მოსწავლე ხვდება,რომ მხოლოდ შეცდომის გამოსწორებით არის შესაძლებელი მისი თვითგანვითარება“ („განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის“ 2007 .ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. გვ.35)
ეს რაც შეეხება ტერმინის განმარტებას ზოგადად კი, როგორც ცნობილია საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენა ბავშვს ადრეული ასკიდანვე უყალიბდება და მასზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას.სკოლის ასაკია ის დრო როდესაც საკუთარ თავზე წარმოდგენების ჩამოყალიბების   პროცესი ინტენსიურად მინდინარეობს.ამაზე ზეგავლენას მეტწილად მასწავლებლები და თანატოლები ახდენენ.სწორედ ამიტომაა,რომ მასწავლებლისა და თანატოლის მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოსწავლეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
მოსწავლის თვითშეფასება დიდ გავლენას ახდენს საკუთარი თავის მიმართ რწმენის ჩამოყალიბების პროცესში,დადებითად მოქმედებს სასწავლო შედეგების გაუმჯობესებაზე.ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ არა მხოლოს სასკოლო ცხოვრებაში არამედ ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისითაც თვითშეფასების როლი დიდია.სწორედ დაბალი თვითშეფასება განაპირობებს მოსწავლის  პრობლემებს როგორც სწავლაში ასევე მის ცხოვრებაში.გამომდინარე აქედან ვთვლი რომ აუცილებელია სკოლამ და მასწავლებელმა იზრუნოს და ერთ-ერთ მიზნად  სწორედ მოსწავლეების თვითშეფასების გაუმჯობესების ხელშეწყობა დაისახოს.
კვლევებით დადასტურებულია,რომ აკადემიურ მიღწევებსა და თვითშეფასებას შორის არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი.წარუმატებელ მოსწავლეს მის წარმატებულ თანაკლასელთან შედარებით დაბალი თვითშეფასება გააჩნია.ასევე არაა გამორიცხული,რომ დაბალი თვითშეფასება ფსიქოლოგიური პრობლემებითაც იყოს გამოწვეული.სწორედ ამის
გამო აუცილებელია მასწავლებელმა იზრუნოს მოსწავლეთა თვითშეფასების გაუმჯობესებაზე,ამით ის დაეხმარება მოსწავლეს და გაზრდის მის აკადემიურ მიღწევებს.
ლიტერატურის გაცნობამ ცხადყო რომ სასკოლო გარემოში თვითშეფასების გაუმჯობესების სხვადასხვა გზა არსებობს.როგორიცაა:
1.მეგობრული და ამავდროულად დისციპლინირებული გარემო.
2.მოსწავლის მიმართ პოზიტიური მოლოდინი.
3.დადებითი უკუკავშირი.
4.მეტი ყურადღების გამახვილება მის მიღწევებზე.
5.გარკვეული  პასუხისმგებლობის დაკისრება.
რა ფაქტორები განაპირობებს მოზარდში დაბალი თვითშეფასების ჩამოყალბებას ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ საინტერესოა რა ეტაპებს მოიცავს ბავშვის ასაკობრივი განვითარება.წიგნში „ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები“(მანანა მელიქიშვილი„უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები“2013.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.გვ.32)ვკითხულობთ:“უმცროს სასკოლო ასაკში დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს,როგორც ბავშვის წარმატებები სკოლაში,ასევე დადებითი დამოკიდებულება უფროსების მხრიდან.
პირველკლასელთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება.ბავშვები თვლიან რომ არიან „კარგები“ „ჭკვიანები“.დადებითად აფასებენ თავიანთ სასკოლო წარმატებას.
მეორე კლასში ბავშვების უმრავლესობას თვითშეფასება მკვეთრად უქვეითდებათ.ამას „მეორე კლასის ფენომენს ეძახიან“ეს დაკავშირებულია იმასთან რომ მეორეკლასელები კრიტიკულები ხდებიან თავიანთი თავის მიმართ.ისინი ორიენტირებულები ხდებიან სასწავლო საქმიანობის ხარისხზე,ხოლო სასწავლო საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები ჯერ კარგად არა აქვთ განვითარებული.აქედან ჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობა,რაც იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას.“ იგივე წიგნში (მანანა მელიქიშვილი„უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები“2013.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.გვ.32)ვკითხულობთ:
„უფროსებმა არ უნდა შეაფასონ ბავშვის პიროვნება ნეგატიურად,რადგან ეს შემდგომში მნიშვნელოვნად აისახება,მის თვითშეფასებაზე.ბავშვს უნდა მიეთითოს კონკრეტულ ქცევაზე,რომელიც მიუღებელია და არ უნდა შევეხოთ ბავშვის პიროვნებას.უნდა ვუთხრათ,რომ სწორი არაა მისი ქცევა და არ ვუწოდოთ „ცუდი ბიჭი გოგო)“
„იმის მიხედვით თუ როგორი თვითშეფასება აქვს ბავშვს (ადეკვატური,დაბალი,მაღალი),მან შეიძლება წაახალისოს ან პირიქით დათრგუნოს ბავშვის აქტივობა.“
„ბავშვის თვითშეფასება გავლენას ახდენს სკოლაში წარმატებულ სწავლაზე და პირიქით,სწავლაში წარმატებები,თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე.აუცილებელია არაადეკვატური თვითშეფასების შეცვლა,რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მასწავლებელზე.ბავშვობაში ჩამოყალიბებული თვითშეფასება ძალიან მდგრადია,ის შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვეს ადამიანს.სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებები და ხელი შეუწყოს ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებას“
„ძალიან მნიშვნელოვანია ადეკატური თვითშეფასების ჩამოყალიბება,ვინაიდან თვითშეფასება გავლენას ახდენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,სწავლაზე,სოციალურ ურთიერთობებზე. თვითშეფასება არის ბავშვის პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნი,რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სოციალურ ადაპტაციას.ამ ასაკის ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და მხაარდაჭერას უფროსების მხრიდან,რათა ეჭვი არ შეეპაროს საკუთარ ძალებსა და შაესაძლებლობებში“ (მანანა მელიქიშვილი„უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები“2013.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.გვ.32)
 მასლოუს თანახმად, „“შეფასების მოთხოვნილება დაკავშირებულია თვითაქტუალიზებული პიროვნების ჩამოყალიბების პროცესთან. მისი აზრით, ყველა ადამიანს აქვს მოთხოვნილება თუ სწრაფვა ჰქონდეს საკუთარი ღირებულების, თვითპატივისცემის მყარი, სტაბილური განცდა და შეფასება არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფთა მხრიდანაც.“
თავის გამოკვლევებში კუპერსმიტმა აღმოაჩინა, რომ მაღალი თვითშეფასება წარმოადგენს მშობლების მიერ მიმღებლობის, რეალისტურ საზღვრებში მოქმედების თავისუფლების არსებობის შედეგს.

ჟურნალ მასწავლებელში გამოქვეყნებულ ერთერთ სტატიაში: თვითშეფასება და მისი როლი ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში“ავტორი აღნიშნავს რომ:ნებისმიერი პედაგოგისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, როგორ ყალიბდება თვითშეფასება. ადრეულ ასაკში ბავშვის თვითშეფასება უმთავრესად აიგება უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ მისი ქცევის შეფასების საფუძველზე. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ შესწევთ საკუთარი თვისებების, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების უნარი. ისინი თავიანთ თავისებურებებზე საგანგებოდ არ ფიქრობენ. ყოველივე ამის გამო მათი თვითშეფასება ძალზე ლაბილურია, ის ადვილად იცვლება უფროსების მიერ მათი ქცევის, თვისებების, შესაძლებლობების შეფასების ცვლილებასთან ერთად. ზოგჯერ ამ პერიოდში ბავშვის თვითშეფასება ერთი დღის განმავლობაშიც კი იცვლება. ამ ასაკის ბავშვები თავის თავზე ფიქრის დროს არ არიან დამოუკიდებელნი, მათთან ეს პროცესი არ არის შინაგანი, მათი თვითშეფასება ჯერ კიდევ არ არის გაშინაგნებული, მას ძირითადად გარეგანი ფაქტორები განსაზღვრავს. ყოველივე ამის გამო ბავშვს ხშირად მოსდის შეცდომა საკუთარი თავის შეფასების დროს, გამოაქვს შემთხვევითი და ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები, მერყეობს თვითშეფასებაში.(ჟურნალი მასწავლებელი 25.02.2014წ.)






                            პრობლემა და საკვლევი საკითხი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩატარდა ,მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდიჭყონის  №1  საჯარო სკოლაში.პრაქტიკული კვლევა მიმდინარებდა დაწყებით საფეხურზე,კერძოდ მისი სამიზნე ჯგუფი იყო ამავე სკოლის II კლასი.მეორე კლასში არის 13 მოსწავლე.კლასში არაა სპეციალური საგამანათლებლო საჭიროების მოსწავლეები.
  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე  სწავლება არ მიმდინარეობს საგნობრივად,რაც იმას ნიშნავს ,რომ ძირითადი საგნობრივი დატვირთვა მოდის კლასის დამრიგებელზე.ამით მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე,რომ სამი ძირითადი საგნის (ქართული,მათემატიკა,ბუნება) მასწავლებელი ამ კლასში პირადად მე ვარ.
ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გამომდინარეობდა ერთი კონკრეტული კლასის საჭიროებებიდან.კვლევა განაპირობა სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ და მოსწავლეთა თვითშეფასების შედეგად გამოვლენილმა საჭიროებამ.კლასში გამოიკვეთა შემდეგი პრობლემა:მოსწავლეები  ვერ ახერხებდნენ  გაერჩიათ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები,ჰქონოდათ არაადეკვატური თვითშეფასება.შესაბამისად კვლევის მიზანი ასე ჩამოვაყალიბე:
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მიზანი II კლასში მოსწავლეთა არაადეკვატური თვითშეფასების გამომწვევი მიზეზების დადგენა.შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა,განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის სამიზნე ჯგუფია სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდიჭყონის №I საჯარო სკოლის II კლასი.
კვლევის მთავარი კითხვა:რა არის სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდიჭყონის №I საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებში არაადეკვატური თვითშეფასების გამომწვევი მიზეზები?
ქვეკითხვები:
·         ხომ არ არის ხშირი კლასში მოსწავლის კრიტიკა.
·         ხომ არ ვსაუბრობთ მის აკადემიურ მიღწევებზე სხვების თანდასწრებით?
·         რამდენად ვაძლევთ მოსწავლეს საკუთარი შეცდომების გასწორების საშუალებას.
·         დავალებების შერჩევისას,ხდება თუ არა მოსწავლის აზრის და ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინება?
·         ხომ არ ვქმნით კლასში მუდმივად კონკურენტულ გარემოს?
·         ხომ არ ვაძლევთ მოსწავლეებს უარყოფით უკუკავშირს?
·         რამდენად რეალისტურია მოსწავლის შექება?
·         რამდენას სწორად იყო შედგენილი თვითშეფასების კითხვარები?
·         ხომ არ ვაძლევთ მოსწავლეს მუდმივად რთულ დავალებას?
·         ხომ არ ვაძლევთ მოსწავლეს მუდმივად მარტივ დავალებებს.
·         ვეხმარებით თუ არა მოსწავლეებს აწარმოონ სწავლასთან დაკავშირებით ჩანაწერები დღიურები.





ლიტერატურის გაცნობის შემდეგ საკვლევი,თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე  გადავწყვიტე შეხვდრები მომეწყო დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან.მასწავლებლებთან შეხვედრისას ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხზე.ასევე ვიმსჯელეთ რა შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები.ჩემს მიერ დასმულ იქნა კვლევის მთავარი კითხვა:რა შეიძლება იყოს სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდიჭყონის №I საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებში არაადეკვატური თვითშეფასების გამომწვევი მიზეზები?
  მასწავლებლებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი მოსაზრებები თემასთან დაკავშირებით.მათ აღნიშნეს,რომ ხშირად შეხებიან ამ საკითხს თავიანთი პედაგოგური საქმიანობისას.ჩვენ ერთხმად მივედით იმ დასკვნამდე,რომ აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება და რაც შეეხება კვლევის ქვეკითხვებს:
 
ქვეკითხვები:
·         ხომ არ არის ხშირი კლასში მოსწავლის კრიტიკა.
·         ხომ არ ვსაუბრობთ მის აკადემიურ მიღწევებზე სხვების თანდასწრებით?
·         რამდენად ვაძლევთ მოსწავლეს საკუთარი შეცდომების გასწორების საშუალებას.
·         დავალებების შერჩევისას,ხდება თუ არა მოსწავლის აზრის და ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინება?
·         ხომ არ ვქმნით კლასში მუდმივად კონკურენტულ გარემოს?
·         ხომ არ ვაძლევთ მოსწავლეებს უარყოფით უკუკავშირს?
·         რამდენად რეალისტურია მოსწავლის შექება?
·         რამდენას სწორად იყო შედგენილი თვითშეფასების კითხვარები?ხომ არ ვაძლევთ მოსწავლეს მუდმივად რთულ დავალებას?
·         ხომ არ ვაძლევთ მოსწავლეს მუდმივად მარტივ დავალებებს.
·         ვეხმარებით თუ არა მოსწავლეებს აწარმოონ სწავლასთან დაკავშირებით ჩანაწერები დღიურები


 მასწავლებლებმა ერთხმად აღნიშნეს ამ კითხვებზე  პასუხის გაცემა აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება.ხოლო მიზეზების დადგენა არის ერთერთი ხელშემწყონი ფაქტორი პრობლემის პრევენციის თვალსაზრისით.
მოცემულ კითხვებზე პასუხების გასაცემად აუცილებელია შემუშავებულ იქნას კვლევის გეგმა.


  კვლევის გეგმა
 კვლევის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით,  მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოვიყენე ინტერვიუ,ფოკუსჯგუფები,ფოკუსირებული დაკვირვება  გაკვეთილებზე და გამოკითხვა,ზეპირი დაკვირვება.კვლევის პროცესში გამოვიყენე,როგორც ჩართული ასევე უბრალო დაკვირვება.
ფოკუსჯგუფი ჩავატარე მეორე კლასის მოსწავლეებთან  და მშობლებთან.ფოკუსჯგუფების მიზანი იყო თვითშეფასებასთან დაკავშირებით მოსწავლეების და მშობლების დამოკიდებულების შესწავლა.რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და მიმდინარეობაში.
ჩავატარე  მასწავლებლების გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო იმის  დადგენა, რამდენად იცნობდნენ მასწავლებლები თვითშეფასების პრინციპებს და რამდენად იყენებდნენ მათ პრაქტიკულ საქმიანობაში, ასევე, რამდენად თანამშრომლობდნენ კოლეგები შეფასების ამ ერთერთი კომპონენტის გამოყენების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასაჭრელად;
           გაანალიზდა  მასწავლებლების მიერ გაკეთებული თვითშეფასების ცხრილები და                           კითხვარები. მათი ეფექტიანობის დადგენის მიზნით;
     ჩატარდა მშობლებთან ფოკუსჯგუფი, რომლის მიზანი იყო მშობლების ინფორმირება საკითხთან დაკავშირებით.არაადეკვატური თვითშეფასების მიზეზის დადგენა და იმის გარკვევა, რამდენად იცოდნენ მშობლებმა,  მათი შვილების ამ საკითხში არსებული პრობლემები;
II  კლასში განხორციელდა ფოკუსირებული დაკვირვება, რომლის მიზანი იყო მასწავლებლის მიერ გაცემული თვითშეფაასების კითხვარების  ეფექტიანობისა და თვითშეფასების ამაღლებასთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალობის დადგენა.

მოვამზადე კითხვარები პედაგოგებისთვის და მისი შევსება პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე მოვახდინეთ.ზოგი მათგანი აღნიშნავდა რა სახის აქტივობებს იყენებდნენ მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმირებისთვის.ხოლო ზოგიერთმა მათგანმა გულწრფელად აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები არ ქონიათ.არ შეუტანიათ კლასში თვითშეფასების ცხრილები და განმავითარებელი შეფასების ეს სახე არასდროს გამოუყენებიათ.რაც შეეხება ანონიმურობას.კვლევის განმავლობაში ვიცავდი მას.გამოკითხვის პროცესი იყო ინდივიდუალური. ვეუბნებოდი კოლეგებს რომ დავიცავდი ანონიმურობას რათა მათთვის უხერხულობა ამერიდებინა თავიდან.ასევე კითხვარების შევსებისას ვეუბნებოდი,რომ მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში შეევსოთ.გამომდინარე აქედან უფრო მეტი პედაგოგი ზეპირ გამოკითხვას დათანხმდა.ვთვლი რომ ასე თავიდან ავირიდე არაგულქრფელობის პრობლემა და საკვლევი საკითხის გარშემო ზუსტი ინფორმაციის მოძიება შევძელი.

   მონაცემთა ანალიზი
ფოკუსჯგუფების შედეგების ანალიზისას მშობლების უმრავლესობამ,აღნიშნა რომ განმავთარებელი შეფასების ეს სახე, მოსწავლის თვითშეფასება ხშირად უნდა ხდებოდეს და ინტენსიურ ხასითს ატარებდეს.ასევე მათი სურვილი იყო რომ ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ.გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო,რომ მათი უმრავლესობას შვილების მიმართ აქვს მაღალი მოლოდინები და სურთ რომ ბავშვი ყოველთვის მაღალ შეფასებს იღებდეს.მშობლებმა ასევე გამოთქვეს სურვილი გაცნობოდნენ ლიტერატურას მოცემულ საკითხთან მიმართებით,ეთანამშრომლათ პედაგოგებთან.
ასევე ზოგიერთმა  მათგანმა ისაუბრა თემაზე რომ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე და დისციპლინაზე საჯაროდ საუბარს ცუდი შედეგი შეიძლება მოყვეს და ამ ფაქტმაც იმოქმედოს მოსწავლის თვითშეფასებაზე. 
  



 მშობლების გამოკითხვის გრაფიკული სახე.












კითხვარის შედეგი:დიაგრამა 1.





 







კითხვარის შედეგი. დიაგრამა 2.



კითხვარის შედეგი დიაგრამა 3.

საერთო ანალიზის შედეგად შეინიშნება,რომ მშობლების უმრავლესობა კარგად გაერკვა პრობლემის არსში.მათი შეხედულებით  სკოლის და ოჯახის თანამშრომლობა აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში მნიშვნელოვანია.მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე,რომ მშობელი ბავშვის აღზრდის პროცესში ორიენტირებული უნდა იყოს ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე.ბავშვთან ურთიერთობისას ორიენტირებული ვიყოთ შევუწყოთ მას ხელი  სწავლების პროცესში არ დავიშუროთ საქებარი სიტყვები, როცა ბავშვი ამას იმსახურებს, აღვნიშნოთ მისი მიღწევები და გავუჩინოთ მას წარმატებულობის განცდა

შემდგომი ეტაპი იყო მეორე კლასის მასწავლებლებთან შეხვედრა და კითხვარების შევსება ინტერვიუს საფუძველზე.კითხვები,რომლებზედაც პედაგოგებს უნდა ეპასუხათ წინასწარ მოვამზადე.ინტერვიუს მიზანი იყო გამეგო რამდენად,რა სიხშირით იყენებდნენ პედაგოგები განმავითარებელ შეფასებას,როგორი იყო მათ მიერ შედგენილი თვითშეფასების კითხვარები?
რა წარმოდგენა ჰქონდათ ზოგადად განმავითარებელი შეფასების ამ ასპექტზე,რას სძენს მოსწავლეს და პედაგოგს მისი გამოყენება.
მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა,რომ ისინი იშვიათად იყენებდნენ განმავითარებელი შეფასების ამ სახეს. უმეტესობა მოსწავლეების თვითშეფასებისას სჯერდებოდა მოსწავლის მხრიდან, სიტყვიერ,დასაბუთების გარეშე წარმოთქმულ ზოგად ფრაზებს.(მაგ:კარგად დავწერე,კარგად გამომივიდა)აღმოჩნდა,რომ მასწავლებლები მეტწილად იყენებდნენ განმავითარებელი შეფასების ისეთ სახეს როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მასწავლებლების უმრავლესობა (ჩემი ჩათვლით)მუდმივად აქებენ მოსწავლეებს,იმ მიზეზით,რომ ისინი მეორე კლასში არიან და არ სურთ მოსწავლეებს დაეკარგოთ მოტივაცია,რადგან პატარები არიან.ასევე დავალებები რომლებსაც ვაძლევთ მათ არაა დიფერენცირებული,ან ძალიან მარტივია ან  რთული.
რაც შეეხება გაკვეთილებზე ფოკუსირებულ დაკვირვებას.აღმოჩნდა,რომ მასწავლებლები გამომდინარე დროის სიმცირიდან.მოსწავლეს არ ვაძლევთ საშუალებას გაასწორონ საკუთარი ნაშრომები.ასევე მოსწავლეებს მცირე დრო აქვთ თვითშეფასებისთვის,ამისთვის გაკვეთილის ბოლო ხუთ ან ნაკლებ წუთს ვიტოვებთ.არ ვიყენებთ სტრატეგიას როცა მოსწავლე ასწორებს თანატოლის ნაშრომს არადა როგორც ლიტერატურის გაცნობისას აღმოჩნდა ეს თვითშეფასების ასამაღლებელი ერთ ერთი აქტივობაა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ კითხვარები რომლებსაც თვითშეფასების პროცესში მოსწავლეები ავსებენ არის დახურულბოლოიანი.მოსწავლეს უწევს მონიშნოს პასუხები.ის იშვიათად აანალიზებს თუ რატომ ჩათვალა და მონიშნა,რომ ყველაფერი კარგად გამოუვიდა ან პირიქით.


კვლევის მიგნებები
კვლევის პროცესში მონაცემთა მოძიებისას და შემდგომ მათი გაანალიზებისას გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი მიგნებები:
·         საკითხთან დაკავშირებით გამოცდილების ნაკლებობა მეორე კლასის პედაგოგებში ჩემი ჩათვლით.
·         არასწორად შედგენილი თვითშეფასების კითხვარები.
·         შეუსაბამო მოლოდინები შვილების მიმართ მშობლების მხრიდან.
·         მასწავლებლების ინტერვიუებიდან გამომდინარე გაირკვა,რომ მეორე კლასის მასწავლებლები არ აფასებენ ობიექტურად მოსწავლეებს,რადგან თვლიან რომ პატარები არიან მუდმივად აქებენ.რადგან თვლიან,რომ მკაცრმა შეფასებამ მოსწავლე არ დააბნიოს და არ დაუკარგოს მოტივაცია.
·         დავალებები რომლებსაც მოსწავლეები აკეთებენ არ არის ორიენტირებული მოსწავლის განვითარებაზე ან ზედმეტად მარტივია ან რთული.
 


შესაძლო იტერვენციები

პრაქტიკული კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციების და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე.შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციების რამოდენიმე ვარიანტი.
·         თანამშრომლობის გაღრმავება მშობლებსა და სკოლას შორის,დაგეგმვა ერთობლივი ღონისძიებების.
·         მასწავლებლებისათვის შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებისთვის საჭირო სტრატეგიების შესწავლა.
·         თანამშრომლობა გაკვეთილებზე,თვითშეფასების კითხვარების შედგენასა და გამოყენებაში.
·         განმავითარებლი შეფასების მნიშვნელობის გაცნობა,მასწავლებლების გადამზადება ამ მხრივ.
როგორც ცნობილია   განმავითარებელ შეფასებას სწავლების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა რატომ და როგორ შევაფასოთ.გამომდინარე იქიდან თუ რა შედეგს გვინდა მივაღწიოთ,ვგეგმავთ განმავითარებელ შეფასებას.შეფასების პროცესი როდესაც მიზანმიმართულად მიმდინარეობს მოსწავლეც  და მასწავლებელიც იაზრებს თავის სუსტ და ძლიერ მხარეებს.რაც შემდგომ გვეხმარება გადავჭრათ პრობლემა,შევიმუშაოთ მისი მოგვარების სხვადასხვა გზები.სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პედაგოგი მუდმივად ეცნობოდეს განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სახეებს და სტრატეგიებს.

·         მარტივი და კონკრეტული თვითშეფასების სქემების შემუშავება და შეტანა კლასში.
(შევქმნათ სწავლების ყოველ ეტაპზე და ყოველი კონკრეტული მიზნისთვის მარტივი,სწრაფად გასაკეთებელი სქემები.ასეთი სქემების შემუშავებაში შესაძლებელია მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ,თვითშეფასების ეს სქემები აიგოს ისე,რომ შემოწმდეს კონკრეტული უნარები.შემდგომ შევინახოთ ძველი სქემები და გარკვეული ხნის შემდეგ შევადარებინოთ ახალს,ასე მოსწავლეები დაინახავენ  თვალნათლივ რა უნარი გაიუმჯობესეს)
·         მოსწავლის მიერ ჩანაწერების გაკეთება,ამისათვის შექმნილ ჩანაწერების რვეულში..
ეფექტურია,რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ჩანაწერების რვეული და მოკლედ ჩაწერონ,გაკვეთილის შეჯამება.ჩანაწერი შეიძლება გააკეთონ სკოლაში ან სახლშიც.ჩანაწერი შეიძლება ეხებოდეს ერთ კონკრეტულ გაკვეთილს ან მთლიანად ყველა გაკვეთილის შეჯამებას .შემდგომ მოსწავლე გადახედავს და შეაჯამებს საკუთარ მიღწევებს.ნახავს რა გამოუვიდა კარგად და სად სჭირდება დახმარება,მეტი მუშაობა.ეს არის საჭირო იმისთვის,რომ მოსწავლემ მართოს საკუთარ სწავლების პროცესი,იგრძნოს პასუხისმგებლობა,განსაზღვროს თავად საკუთარი პრობლემა და იყოს მზად სირთულეებისთვის,რაც ჯანსაღი თვითშეფასების ფორმირებას შეუწყობს ხელს.





განხორციელებული ცვლილებები
 
კვლევის პროცესში ჩემს მიერ შემუშავებული ინტერვენციების საფუძველზე განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:
1. შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებისთვის საჭირო სტრატეგიების შესწავლა.
 მოვიძიე ლიტერატურა,რომელიც გამიწევდა დახმარებას და საფუძვლიანად გამაცნობდა მოცემულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას.
გავაკეთე შესაბამისი პრეზენტაცია და გავაცანი კოლეგებს.ამ აქტივობის მიზანი იყო,რომ გვქონოდა სწორი წარმოდგენები  და ამ მიმართულებით მეტი გვემუშავა მომდევნო სასწავლო წლიდან.
2. მარტივი და კონკრეტული თვითშეფასების სქემების შემუშავება და შეტანა კლასში.
შევიმუშავე თვითშეფასების სქემების რამოდენიმე ვარიანტი.სქემები შევადგინე ისე,რომ შემეფასებინა კონკრეტული უნარები.იყო კავშირში  გაკვეთილის თემასთან და მიზანთან.მოსწავლეებს მივეცი ინსტრუქციები მათთვის გასაგებ ენაზე,თუ როგორ უნდა შეევსოთ კითხვარები.ამ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს ესწავლათ  თვითშეფასების კითხვარების შევსება,გაცნობოდნენ მის სტრუქტურას და ასევე შეჩვეოდნენ მისი შევსებისას  დროის ფაქტორის გათვალისწინებას.აქტივობა იყო სახალისო და ასევე საინტერესო.ვინაიდან საგაკვთილო დრო გაწერილია და ყველა აქტივობას გარკვეული დრო ეთმობა,მნიშვნელოვანია,რომ მოსწავლეები კარგად იცნობდნენ კითხვარების სტრუქტურას და შესაბამისად შევსებისას, მეტ ყურადღებას გააახვილებენ მის შინაარსობრივ მხარეზე.
3.მოვაწყვე ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლეებთან.სადაც მათ ისაუბრეს თავიანთი მიღწევებისა და პრობლემების შესახებ.გავაანალიზეთ დავალებები,რომლებსაც ისინი ასრულებდნენ კლასში.ასე დავადგინე თუ რა სახის დავალებები შემედგინა მათთვის.რომელ დავალებას შეასრულებდნენ ხალისით და ხომ არ აშინებდათ წამოჭრილი სირთულეები დავალების შესრულებისას.ასევე ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე,რომ აუცილებლად გავუწევდი მათ საჭირო დახმარებას და ჩვენ ერთად დავძლევდით სირთულეებს.
ასეთი მიდგომით მოსწავლეები არ შეუშინდებიან პრობლემებს,არ განეწყობიან უარყოფითად სხვადასხვა სასწავლო აქტივობების მიმართ,ექნებათ დაცულობის შეგრძნება,იგრძნობენ რომ მნიშვნელოვანნი და დაფასებულები არიან.რაც განაპირობებს მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.მათ პიროვნულ ზრდას.
4.დავეხმარე მოსწავლეებს გაეკეთებინათ ჩანაწერები (დღიურები).მომავალი სასწავლო წლიდან ისინი იქნებიან ინფორმირებულები და შეძლებენ უკეთესად აწარმოონ საკუთარი მიღწევების შესახებ დღიური.ჩანაწერების დღიურები მოსწავლეს დაეხმარება ნახოს თავისი პროგრესი.მისცემს საშუალებას შეადაროს ერთმანეთს ამა თუ იმ გაკვეთილზე მიღებული გამოცდილება და ნახოს თუ რისი დაძლევა შეძლო დროის კონკრეტულ მონაკვეთში.ასევე ჩაინიშნავს თუ სად აქვს პრობლემები, ჩანაწერების დღიური მოიცავდეს იქნება პრობლემის დაძლევის გზებს.მოსწავლეს ექნება განცდა,რომ პრობლემა არაა ტრაგედია.რომ მისი დაძლევა შესაძლებელია.ასე ის არ შეუშინდება სირთულეებს და შესაბამისად არ ექნება დაბალი თვითშეფასება.იქნება თვითკრიტიკული.გაიაზრებს და გაგანალიზებს საკუთარი სწავლების პროცესს.

რეკომენდაციები
კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:
1)      საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება მასწავლებლებს,მშობლებსა და მოსწავლეებს  შორის. (ერთობლივად შემუშავდეს რეგულარული შეხვედრების განრიგი)
2)      ითანამშრომლონ პედაგოგებმა რათ შემუშავებულ იქნას ერთობლივად შეფასების სქემები.
3)      მომავალი სასწავლო წლიდან გაკეთდეს მოსწავლეებისთვის ჩანაწერების დღიური არამხოლოდ ქართული,მათემატიკა და ბუნება არამედ ყველა საგანში,რომელიც ისწავლება  კლასში,რადგან არიან მოსწავლეები,რომელთაც აქვთ მაღალი მიღწევები ამ საგნებში და მათი წარმატების აღნიშვნა-დაფასება ხელს შეუწყობს მათ გააუმჯობესონ ჰქონდეთ კარგი თვითშეფასება.

ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციების შეფასება


·         თანამშრომლობის გაღრმავება მშობლებსა და სკოლას შორის,დაგეგმვა ერთობლივი ღონისძიებების.
სასწავლო პროცესის მსვლელობისას მრავალმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი,მათი გადაჭრისთვის კი მნიშვნელოვანია,რომ მშობელსა და მასწავლებელს შორის იყოს თანამშრომლობითი ურთიერთობა,ვთვლი რომ სწორედ მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი სტრატეგიებით მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.გამომდიანრე აქედან ჩემს მიერ შემუშავებული და განხორციელებული ინტერვენცია იყო მნიშვნელოვანი.შეხვედრების მსვლელობისას მე ვეცადე დამერწმუნებინა მშობლები რომ ვიყავი კეთილგანწყობილი მათი  შვილების მიმართ და სწავლის პროცესში წამოჭრილი ამ კონკრეტული პრობლემის არსი მხოლოდ შემდგომ გავაცანი.მე ვეცადე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩამერთო მშობელი სასკოლო ცხოვრებაში,რადგან მათი სათანადო ჩართულობა არის  დადებითი შედეგის მომტანი და მოსწავლის წარმატების ერთერთი საწინდარი.სწორედ მშობლებთან შეხვედრის შემდეგ მათ მომაწოდეს იდეა,რომ მოსწავლეებს ეწარმოებინათ თავად თავიანთი მიღწევების დღიური,აღენიშნათ რა ისწავლეს კარგად და რის სწავლას ისურვებდნენ,რის გამოსწორებას საჭიროებდნენ.ეს იყო სანტერესო შეხვედრები და მომავალშიც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით,რომ გვექნებოდა შეხვედრების გრაფიკი.სადაც განვიხილავდით სასწავლო პროცესში წამოჭრილ პრობლემებს.

·         მასწავლებლებისათვის შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებისთვის საჭირო სტრატეგიების შესწავლა.
მასწავლებელმა მუდმივად უნდა განაახლოს საკუთარი პროფესიული განვითარების გეგმა.
ტერმინი პროფესიული განვითრება გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობას,რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისკენ.ვთვლი რომ სწორედ სასწავლო პროცესში წამოჭრილი სირთულეები გვაჩვენებს თუ რომელი კონკრეტული უნარის განვითარება გვჭირდება.ხოლო ამის მიღწევა მრავალი საშუალებით შეიძლება.თანამედროვე ავტორები გვავაზობენ ბევრ საინტერესო მოსაზრებებს რომლებიც გამყარებულია კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებით.სწორედ ამის გამო დავინტერესდი და ვთვლი რომ ლიტერატურის მოძიება და გაცნობა ბევრი საინტერესო სტრატეგიების  შესწავლის საშუალებას მოგვცემდა.რაც ჯეროვან დახმარებას გაგვიწევს პრობლემის მოგვარების საქმეში.
მასწავლებლებს შევხვდი ინდივიდუალურად,ვისაუბრეთ თემასთან დაკავშირებით და ასევე შეხვედრები არ შემოიფარგლებოდა ერთი დღით.იყო მრავალჯერადი.გავეცანით ეფექტური თვითეფასების სტრატეგიეებს და დავგეგმეთ მათი ეტაპობრივი განხორციელება,მომდევნო სასწავლო წლიდან.

·         თანამშრომლობა გაკვეთილებზე,თვითშეფასების კითხვარების შედგენასა და გამოყენებაში.
უდავოა რომ მასწავლებელთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წარმატებულ სასწავლო პროცესს.გარდა საგნობრივი კომპეტენცისაა,მასწავლებლის პროფესიონალიზმი ფასდება კოლეგების მიმართ თანამშრომლობითი ურთიერთობებითა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით.
კვლევის ეტაპებზე პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარებამ ცხადყო,რომ საკვლევ თემასთან მიმართებით ერთობლივი მუშაობა აუცილებელი იყო.კვლევის საწყის ეტაპზე მასწავლებლებთან ჩატარებულმა ფოკუსჯგუფმა საშუალება მომცა უკეთ გამეაზრებინა პრობლემის არსი და შემემუშავებინა კონკრეტული ინტერვენციები,რომელთა შორის ერთერთი  იყო სწორედ კოლეგებთან თანამშრომლობაა.ერთად შედგენამ თვითშეფასების კითხვარების და მათმა გამოყენებამ გაკვეთილზე დადებითი გავლენა იქონია.გაკვეთილებზე დაკვირვებამ ცხადყო,რომ ამჯერად ჩვენს მიერ გაკეთებული თვითშეფასების კითხვარები იყო კონკრეტული,აფასებდა ერთ რომელიმე კონკრეტულ უნარს და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაბამისი დრო მათ შესავსებად.


·         მოსწავლის მიერ ჩანაწერების გაკეთება,ამისათვის შექმნილ ჩანაწერების რვეულში..
ეფექტურია,რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ჩანაწერების რვეული და მოკლედ ჩაწერონ,გაკვეთილის შეჯამება.ჩანაწერი შეიძლება გააკეთონ სკოლაში ან სახლშიც.ჩანაწერი შეიძლება ეხებოდეს ერთ კონკრეტულ გაკვეთილს ან მთლიანად ყველა გაკვეთილის შეჯამებას.შემდგომ მოსწავლე გადახედავს და შეაჯამებს საკუთარ მიღწევებს.

დასაწყსში დავეხმარე მოსწავლეებს,რომ რვეულებში გაეკეთებინათ საკუთარ მიღწევებზე ჩანაწერი,მივუთითეთ რიცხვი და თვე,შემდგომ გაკვეთილის დასახელება.ბოლოს ისინი წერდნენ მოვლენას რომელიც კარგად გამოუვიდათ და ბოლოს რისი გაუმჯობესება სჭირდებოდათ.ჩანაწერები შევინახეთ და შევადარეთ შემდგომი გაკვეთილების ჩანაწერებს.ამ ინტერვენციამ ცხადყო,რომ შემდგომ გაკეთებული კომენტარები უფრო ზუსტი იყო და საწყის ეტაპთან მიმართებით გაუმჯობესებული იყო.მოსწავლეები უკვე ზუსტად აღნიშნავდნენ სად ჰქონდათ პრობლემა,რა უნარი უნდა გაეუმჯობესებინათ.ასევე ზოგ შემთხვევაში ისინი თავად სახავდნენ გაუმჯობესების გზებს.ამ ინტერვენციის განხორციელებამ დამანახა,რომ მომავალი სასწავლო წლიდან ეს პროცესი უფრო გაუმჯობესდება და ამ მიმართულებით მეტი შედეგი გვექნება.

დასკვნა
სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საუძველზე,კვლევა მოიცავდა პრობლემის გამოვლენას,შესწავლას,გამოსწორების გზების ძიებას,ცვლილებების დაგეგმვა-გამხორციელებას და შეფასების ეტაპებს.შემიძლია დავასკვნა,რომ მეორე კლასში მოსწავლეთა არაადეკვატური თვითშეფასების გამომწვევი მიზეზებია:
·          თვითშეფასების სტრატეგიების არაჯეროვანი გამოყენება  გაკვეთილებზე.
·         მოსწავლეთა არაობიექტური შეფასება,ხშირი დაუმსახურებელი შექება.
·         პედაგოგთა შორის თანამშრომლობითი უნარების, გამოცდილებების გაზიარების ნაკლებობა.

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად განვახორციელე გარკვეული ინტერვენციები და მათი შეფასებისას გამოვლინდა,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.



დანართები
დანართი 1-კითხვები მშობლებს
(კითხვები დავსვი შეხვედრებზე,მონაცემებს ვინიშნავდი კვლევის დღიურში)



1.როგორია თქვენი აღზრდის სტილი?
ა) ვარ მეგობრულად განწყობილი.     ბ)ვარ მკაცრი მის მიმართ.
გ)ვარ მეგობრული მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მკაცრიც.
2.რა სიხშირით აქებთ ბავშვს?
ა)იშვიათად               ბ)ხშირად              გ)არასდროს
3.რა შემთხვევაში აქებთ ბავშვს.
ა)როცა იმსახურებს        ბ)ყოველთვის            გ)არასდროს
3.როგორია თქვენი შეფასება ბავშვის მიმართ,როცა ის ცუდად იქცევა?
ა)ხშირ შემთხვევაში ობიექტურია(ვუთითებ ცუდ ქცევაზე)
ბ)ვეუბნები არა უშავს,რადგან ვთვლი,რომ ის გაიზრდება და ჩემი ჩარევის გარეშე გამოასწორებს ქცევას.
გ)ვუხსნი რა შეიძლება მოყვეს ცუდ საქციელს და ვაიძულებ მოიქცეს კარგად.
გ)ვეუბნები რომ ის კარგი ადამიანია, მაგრამ ქცევა ცუდია და უნდა გამოასწოროს.

4.როგორ ფიქრობთ,როგორია თქვენი შვილის თვითშეფასება.
ა)გადაჭარბებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე.
ბ)აფასებს ობიექტურად თავის თავს.
გ)მისი თვითშეფასება დაბალია.
5.როგორ ფიქრობთ რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მიერ საკუთარი თავის არაობიექტურმა თვითშეფასებამ?
 ა)არავითარი პრობლემა.
ბ)იმედგაცრუება და სწავლაში ჩამორჩენა,ემოციური პრობემები.
გ)ქცევითი პრობლემები.



დანართი 2
კითხვები მასწავლებლებს

1.იყენებთ თუ არა განმავითარებელი შეფასების ერთერთ სახეს „მოსწავლეთა თვითშეფასებას“?
 ა) დიახ                               ბ)არა

2.რა სიხშირით იყენებთ მოსწავლეთა თვითშეფასებას გაკვეთილზე?
ა)თითქმის ყოველ გაკვეთილზე          ბ) ზოგჯერ ვიყენებ                    გ)საერთოდ არ ვიყენებ

3.რა სახით იყენებთ მოსწავლეთა თვითშეფასებას?
ა)მოსწავლეები სიტყიერად აფასებენ საკუთარ თავს.
ბ)შემაქვს დახურულბოლოიანი თვითშეფასების კითხვარი.
გ)შემაქვს ღია ბოლოიანი თვითშეფასების კითხვარი.

4.რაში გვეხმარება თვითშეფასების გამოყენება?
ა) ამაღლებს სწავლის ხარისხს.
ბ)უზრუნველყოფს მოსწავლის განვითარებას.
გ)ეხმარება მოსწავლეს  საკუთარი სწავლის გაცნობიერებასა და განვითარებაში.
დ) სამივე ზემოთჩამოთვლილი კარგად განვითარებული თვითშეფასების შედეგია.

 წარმოგიდგენთ კითხვარების შედეგებს,რომლებიც მომზადდა პედაგოგებისთვის და  შექმნა ზოგადი წარმოდგენა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ მასწავლებლები ამ საკითხს.

  



 დანართი 3.
გაკვეთილებზე გამოყენებული თვითშეფასების კითხვარები.



ნიმუში №1
თავისი ნამუშევრის შეფასება მოსწავლის მიერ

ჩემი ნამუშევრის გადახედვისას დავინახე,რომ -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------


ვამაყობ რომ  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 
კვლავ მჭირდება გადავხედო და გადავიმეორო -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


წერითი დავალების შესრულებისას შევეცდები,რომ -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  







ნიმუში №2     
რა გავაკეთე კარგად გაკვეთილზე?

რა უნდა გამოვასწორო?
















ნიმუში №3
გაკვეთილზე ჩართულობის შეფასება
 



კარგად ჩართული ვარ

ნაკლებად ჩავერთე

ნახევრად ვიყავი ჩართული
ერთ ადგილას ვარ გაჩერებული
















ნიმუში №4       ტექსტის გააზრების რუბრიკა
მე შემიძლია

მე შევძელი
ტექსტის კარგად წაკითხვა

ტექსტის შინაარსის
გაგება

საჭირო ინფორმაციის მოძიება

ნაწარმოების გმირის ქმედების აღწერა

გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენება

პრეზენტაციის მომზადება

დისკუსიაში    მონაწილეობა


ნიმუში №5  
გააკეთეთ არჩევანი



დადებითი
პასუხი
მონიშნეთ
ასე
ü   
ვიცავდი ქცევის წესებს


სწორად ვპასუხობდი კითხვებს


სწორად გავიაზრე დავალების
პირობა

ვიყავი ყურადღებით

ტექსტი
წავიკითხე კარგად


გამოვთქვი ვარაუდები

ვითანამშრომლე
თანატოლთან


 

ნიმუში №6
ჯგუფური მუშაობისას მე ვიყავი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ნიმუში #7
რა გამომივიდა კარგად
(ქართული)

რა გამომივიდა კარგად
(წესები გაკვეთილზე)

1.ტექსტი წავიკითხე კარგად.
2.შევძელი გადმომეცა ტექსტის შინაარსი.
3.გავაანალიზე ტექსტში მოცემული ინფორმაცია.
4.დავასახელე ტექსტის პერსონაჟი.
5.შევაფასე პერსონაჟის ქმედება.
6.დავასახელე ავტორი,სათაური.
7.გაავაანალიზე რას გვასწავლის ტექსტი.


1.ვიყავი ყურადღებით.
2.ვიყავი აქტიური გაკვეთილზე.
3.დავალების შესრულებისას სწორად გამოვიყენე დრო.
4.სწორად შევასრულე დავალება.
5.ვიცავდი ქცევის წესებს ჯგუფებში მუშაობის დროს.
6.გავითვალისწინე თანატოლთა აზრი.












გამოყენებული ლიტერატურა:1.“სწავლება და შეფასება“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2012..
2.სასწავლო და პროფესიული გარემო.“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2012
3.სწავლების და განვითარების თეორიები “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2012.
4.ეფექტიანი სწავლება „თეორია და პრაქტიკა“2010 გამოცდების ეროვნული ცენტრი,კვლევის დეპარტამენტი.
5.ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები.(მანანა მელიქიშვილი„უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები“2013.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
6.განმარტებიტი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის.2007.ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი.
7.ეფექტური სწავლება სკოლაში.რობერტ მარზანო,დებრა.ჯ.ფიქერინგი,ჯეინ.ი.ფოლოქი.სასწავლო გეგმების შემუშავების და მენტორობის ასოციაცია.2009
10.მასწავლებლის წიგნი „განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებისთვის“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2014.
11.მასწავლებლის წიგნი „სწავლების ფსიოლოგია“ მასწავლებისთვის“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2014.



 
   





 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფექსია

კვლევის შედეგების გაზარების შესახებ
სსიპ მარტვილის რაიონის დიდიჭყონის №1 საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე „თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა მოსწავლეთა თვითგანვითარების და ცოდნის შეძენის პროცესში“ 
კვლევის მიზანი იყოII კლასში მოსწავლეთა არაადეკვატური თვითშეფასების გამომწვევი მიზეზების დადგენა.შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა,განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება“
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 4 თვის მანძილზე.კვლევის პროცესში გამოვიყენე მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა ხერხი.მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გავანალიზე თუ რა იყო პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მოვახდინე შესაბაისად ინტერვენცია.
კვლევის დასრულების შემდეგ კვლევის შედეგები გავაცანი კოლეგებს ინდივიდუალურად.ვისაუბრეთ საკვლევ თემაზე,კვლევის მიზანზე,ასევე იმაზე თუ რამდენად აქტუალური იყო საკითხი.კოლეგები დაინტერესდნენ თვითშეფასების კითხვარების სტრუქტურით.ასევე ჰქონდათ კითხვები მისი გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ამის პასუხი კვლევაში ნამდვილად ჩანდა.კოლეგების უკუკავშირი იყო დადებითი,მათ გამოთქვეს სურვილი რომ თავადაც გამოიყენებდნენ თვითშეფასების რუბრიკებს გაკვეთილზე.ასევე უკუკავშირისას პედაგოგებმა აღნიშნეს,რომ მსგავსი კვლევები არის მათი პროფესიული ზრდის საშუალება,ბევს საინტერესო მასალას გაეცნობიან კვლევის პროცესში.ასევე აღინიშნა რომ უკეთ გაეცნობიან თავიანთი მოსწავლეების საჭიროებებს და ეს მათ დაეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და შესაბამისად უკეთესი შედეგების ქონაში.







პრეზენტაცია კვლევის გაზიარებაზე




Комментариев нет:

Отправить комментарий