ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
სწავლების საფეხური:საბაზო,კლასი
-Vll.
ინტეგრირებული
საგნები:
მოაქლაქეობა;ქართული ენა ლიტერატურა
გაკვეთილის
თემა:
სკოლა ლიტერატურაში;დემოკრატიული სკოლის მახსიათებლები
გაკვეთილის
მიზანი (ქართული ენა ლიტერატურა):მოსწავლემ გააცნობიეროს
რა შეიცვალა სწავლა-სწავლებაში დროთა განმავლობაში,გაიაზროს რას ასწავლის ამ
თემაზე შექმნილი ნაწარმოებები და გაავლოს პარალელები
თანამედროვე სკოლებთნ.
გაკვეთილის
მიზანი (მოქალაქეობა):
ასევე ბავშვებში დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების
განვითარება.
კავშირი
ეროვნულ
სასწავლო
გეგმასთან:
ქართ.საბ.1.ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის
ამოცნობა-გააზრება.
ქართ.საბ.4. ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით.
ქართ.საბ.7. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება,ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-განმარტება.
მოქ.საბ.3 საკუთარი და სხვა ადამიანების
უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა.
მოქ.საბ.4. დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.
საჭირო
საგანმანათლებლო
რესურსების
ჩამონათვალი:სახელმძღვანელო,მარკერი ფლიპჩარტი,პოვერპოინტის სლაიდები.დავალების ბარათები.
აქტივობა
1 (პროვოცირება
საკითხის დასმა 5 წთ) გაკვეთილი
იწყება კითხვებით :
-რა
არის დემოკრატია?
-ჩამოთვალეთ
დემოკრატიის ნიშან თვისებები.
აქტივობა
2. (პრეზენტაციის
ჩვენება10 წთ) ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი
წარადგენს პრეზენტაცის
მსოფლიოს უცნაური სკოლების შესახებ, გაიხსენებენ წიგნებს სადაც სკოლებია ნახსენები.ისაუბრებენ სახელმძღავნელოში მოცემულ მოთხრობებზე და იმსჯელებენ როგორია
თითოეულ ნაწყვეტში წარმოდგენილი სკოლა,დემოკრატიული კუთხით.
აქტივობა
3 (მინი
ლექცია 8 წთ) მოქალაქეობის
მასწავლებელი წარმოადგენს მინი ლექციას -დემოკრატიული სკოლის
მახასიათებლებზე .მინი ლექციის პარალელურად მოსწავლეები ასევე პასუხობენ
დასმულ კითხვებს.
აქტივობა
4 (საერთო საკლასო მუშაობა 7 წთ) ამ
ეტაპზე ხდება პრობლემის გამოკვეთა.ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი,მოსწავლეებს ურიგებს წებოვან ფურცლებს და სთხოვსდაწერონ
პოზიტიური შინაარსის და ნეგატიური შინარსის
სიტყვები სკოლასთან დაკავშირებით.მათ ეს სიტყვები
უნდა განათავსონ დაფაზე არსებულ T
დიაგრამაზე.
აქტივობა
5 (მუშაობა ჯგუფებში 10 წთ ) მოსწავლეებს ურიგდებათ დავალების ბარათები,მოსწავლეებმა სახელმძღვანელში მოცემული მოთხრობებიდან უნდა ამოწერონ დემოკრატიის
და დიქტატურის ნიშნები სკოლებში.
ჯგუფურ ნამუშევარს წარადგენს პრეზენტატორი,მოსწავლეები
იმსჯელებენ შესრულებულ დავალებაზე,გაანალიზებენ რა პრობლემა გამოიკვეთა,რა იყო დადებითი და გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
აქტივობა 6. (საშინაო დავალება 5 წთ)ქართულში;აღწერითი ტიპის
ტექსტის შექმნა. მოსწავლეებმა უნდა გაავლონ პარალელი საკუთარ სკოლასთან და დაწერონ
იდეალური სკოლის მახასიათებლები.
|
მოთხრობის დასახელება |
დემოკრატიის ნიშნები |
დიქტატურის ნიშნები |
1 |
|
|
|
2 |
|
|
|
3 |
|
|
|
4 |
|
|
|
5 |
|
|
|
6 |
|
|
|
მოსწავლეთა
შეფასება ხდება შესაბამისი
შეფასების რუბრიკების მიხედვით,რომლებიც გაკრულია დაფაზე და გაკვეთილის დასაწყისსივე
მასწავლებელი აცნობს მათ მოსწავლეებს.
შეფასების რუბრიკები
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილზე გამოყენებული პრეზენტაცია
Комментариев нет:
Отправить комментарий