გამოცდები და ტრენინგები-პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა


2011 წელს  ჩავაბარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა დაწყებით საფეხურზე (ქართული ენა ლიტერატურა,მათემატიკა,ბუნებისმეტყველება I-IV).ამავე წელს ჩავაბარე გამოცდა პროფესიულ უნარებში
,რის საფუძველზეც  მომენიჭა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობის უფლება.
  2014 წელს ჩავაბარე გამოცდა ქართული ენა ლიტერატურა (I-VI).
  2015 წელს ჩავერთე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.შემდგომ  წარმატებით განვახორციელე სქემით განსაზღვრული,წინსვლისთვის აუცილებელი აქტივობები და 2019 წელს მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
  2019 წელს ისევ გავედი შემოდგომაზე ორგანიზებულ მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე და ჩავაბარე გამოცდა საგანში სპორტი ( I-XII).
2020 წელს ჩავაბარე ქართული ენა ლიტერატურა VII-XII საგნის გამოცდა.
  ასევე მინდა ავღნიშნო,რომ 2011   წლიდან ვასწავლი საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე. ასევე ვასწავლი ქართულ ენა ლიტარატურას საბაზო და საშუალო  საფეხურზე.ამ წლების მანძილზე გავიარე არაერთი ტრენინგი როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით.ასევე გავდიოდი ტრენინგებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში,რამაც მომცა საფუძვლიანი ცოდნა ამ მიმართულებით,გაკვეთილები კი ისტის გამოყენებით გავხადე საინტერესო და სახალისო ჩემი მოსწავლეებისათვის.
   საკლასო ოთახი ესაა გარემო სადაც წლების მანძილზე მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებ ჩემს მოსწავლებს,ვეხმარები მათ დაძლიონ სირთულეები,ისწავლონ უკეთ,გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.







  



 



 











Комментариев нет:

Отправить комментарий