სამოდელო
გაკვეთილის
გეგმა
საგანები: ქართული ენა
სწავლების
საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-2 კლასი
სამოდელო გაკვეთილის
ტიპი: ინოვაციური
მოსწავლეთა რაოდენობა: 12 (მათ
შორის არის სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის დრო: 40 წთ.
გაკვეთილის თემა: „ლეგენდა თბილისზე“
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
Ø ტექსტის
გაგება-გააზრება და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება;
Ø ლექსიკური მარაგის
გამდიდრება;
Ø ვარაუდების გამოთქმა;
Ø შეკითხვებზე პასუხი.
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი
ქართ. დაწყ. (I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდატრით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა,გაგება-გააზრება და გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
Ø
სვამს და პასუხობს კითხვებს მოცემულ ტექსტთან
დაკავშირებით.
ქართ. დაწყ. (I).7. მოსწავლემ უნდა
შეუძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და
გაგეგა-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული
ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
Ø ტექსტში ეძებს და
პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø ამოიცნობს ტექსტში
მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს,
გამოაქვს სათანადო დასკვნები;
Ø ამოიცნობს პერსონაჟების
მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
Ø ამოიცნობს, რა ტიპის
ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან;
Ø ეძებს და პოულობს,
რომელ რუბრიკას/ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა.
ქართ. დაწყ. (I).12. მოსწავლემ უნადა შეძლოს
კითხვის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
Ø ცდილობს უცნობი
სიტყვების ახსნას კონტექსტის გამოყენებით;
Ø ილუსტრაციაზე, სათაურზე
დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
Øგანსაზღვრავს და
პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბუნდეს პასუხის დასაზუსტებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს
·
სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და
თანამშრომლობისათვის მოსწავლე:
·
იყენებს
ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად,
ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
·
იცავს
საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად:
·
იცავს
ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს,
ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
წინარე ცოდნა: მოსწავლეებს
შეუძლიათ: უცნობი სიტყვების ახსნა და გამოყენება;
მარტივი დავალებების შესრულება; შესაბამისობების დამყარება; ბუკში მუშაობა; ინტერნეტის
გამოყენებით learningapps.org-ში მუშაობა.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1.(გაკვეთილის თემის
და მიზნის გაცნობა 4-წთ)ვესალმები კლასს,ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს.დაფაზეც თვალსაჩინოდ
მაქვს გამოკრული თემა და მიზანი ასევე შეფასების რუბრიკები და ვაცნობ მათ მოსწავლეებს.
აქტივობა 2.(წინარე ცოდნის გააქტიურება,გაკვეთილისადმი
ინტერესის აღძვრა 5-წთ)
მოსწავლეებს ვურიგებ შესასვლელ ბარათს თბილისის შესახებ.
და ვთხოვ შეავსონ.
სსსმ მოსწავლეს ვაძლევ გამარტივებულ ტექსტს.მეტი ილუსტრაციით.
როდესაც ისინი დაამთავრებენ კითხვას ვთხოვ მიკარნახონ, რომელი სიტყვები გახაზეს, ვწერ დაფაზე ამ სიტყვებს. წინასწარ მომზადებული მაქვს რამოდენიმე სიტყვის ილუსტრაციაც,ერთობლივად ვიწყებთ სიტყვების განმარტებებზე მუშაობას,ვცდილობ მოსწავლეებმა თავად ახსნან კონტექსტის დახმარებით ბუნდოვანი სიტყვები.ხოლო
საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები მათ.
აქტივობა 4 (წაკითხულის გააზრება 8-წთ)მოწავლეებს ვაჩვენებ პრეზენტაციას თბილისზე.
და შემდგომ ვსვამ სხვადასხვა დონის კითხვებს,იმის
გადასამოწმებლად თუ როგორ გაიგეს ტექსტი:
აქტივობა 5 (ინდივიდუალური მუშაობა 6 წთ) კომპიუტერში მასწავლებლის მართვის პროგრამით ვაგზავნი დავალებას და
ვთხოვ იმუშაონ მასზე.
აქტივობა 6 (ჯგუფური მუშაობა 5 წთ) ჯგუფური სამუშაო https://learningapps.org-ში
მაქვს წინასწარ მომზადებული დავალება.შეავსეთ გამოტოვებული სიტყვები და მოსწავლებს ვთხოვ შეასრულობ დავალება ჯგუფში.
შესრულებულ დავალებას წარმოადგენს ჯგუფის პრეზენტატორი.
აქტივობა 7. (გაკვეთილის შეჯამება 3 წთ) გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბარათებს.
აქტივობა 8 (საშინაო დავალება 2 წთ) ვაძლევ საშინაო დავლებას.
აქტივობა 9 (მოსწავლის შეფასება 3 წთ)მოსწავლეებს ვაფასებ გაკვეთილის განმავლობაში და ბოლოს განმავითარებელი კომენტარით.ავღნიშნავ რა
გამოუვიდათ კარგად და
რა უნდა გააუმჯობესონ. ვაფასებ როგორ წაიკითხეს ტექსტი,ასევე მის
გაგება-გააზრებას,ინფორმაციის მოძიებას,დავალებების შესრულებას.
სამოდელო გაკვეთილის პრეზენტაცია
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა:
ფუღურო
საგანი:ქართული
ენა
სწავლების საფეხური/კლასი:
მესამე
მოსწავლეთა რაოდენობა: 12 მათ შორის სსსმ მოსწავლე 1.
თემა:ფუღურო
(მეორე ნაწილი)
მიზანი:მოსწავლემ
შეძლოს წაკითხული ტექსტის შინააარსის გაგება-გააზრება.კითხვების
ჩამოყალიბება,წაკითხული ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრება.
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ქართ. დაწყ. (I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდატრით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა,გაგება-გააზრება და გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
Ø
სვამს და პასუხობს კითხვებს მოცემულ ტექსტთან
დაკავშირებით.
ქართ.დაწყ.(l).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
ქართ. დაწყ. (I).7. მოსწავლემ უნდა
შეუძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და
გაგეგა-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული
ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.
ქართ.დაწყ.(1).14 მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი
ლექსიკის,ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების და სტრუქტურული ელემენტების
ადეკვატურად გამოყენება.კალიგრაფიის და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
Ø ტექსტში ეძებს და
პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø ამოიცნობს ტექსტში
მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს,
გამოაქვს სათანადო დასკვნები;
Ø ამოიცნობს პერსონაჟების
მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
Ø ამოიცნობს, რა ტიპის
ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან;
Ø ეძებს და პოულობს,
რომელ რუბრიკას/ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა.
ფაზა A (გამოწვევის
ფაზა 5 წთ)
ვესალმები მოსწავლეებს,
ვაცნობ გაკვეთილის მიზანს,
ასევე გაკვეთილის შეფასების რუბრიკას.შევახსენებ ქცევის
წესებს,ასევე მივაწვდი მათ ინფორმაციას კლასის ორგანიზების ფორმასთან დაკავშირებით.შემდგომ
გავაცნობ გაკვეთილის თემას.რომ ამ გაკვეთილზე ჩვენ გავაგრძელებთ მოთხრობის „ფუღუროს“
შესწავლას და გავიგებთ როგორ განვითარდება მოვლენები თუ რა შეიცვლება გმირის ცხოვრებაში.გაკვეთილის
საწყის ფაზაზე ვიყენებთ გონებრივი იერიშის შეკითხვების საშუალებით ვააქტიურებთ წინარე
ცოდნას.შემდგომ ვავსებთ ვარაუდების ცხრილს ჯგუფებში.მოსწავლეების შესრულებულ დავალებას
ვაკრავ დაფაზე.
ფაზა B (შინაარსის
ორგანიზება 15 წთ)
მოცემულ ფაზაზე
მოსწავლეებს მოვასმენენინებ მოთხრობის მეორე ნაწილს
ვიდეოფაილის საშუალებით.შემდგომ ვიყენებთ გაგრძელებებით კითხვის სტრატეგიას მოსწავლეებს
ვთხოვ წაიკითხონ ტექსტის მეორე ნაწილი ხმამაღლა,გაგრძელებებით
და შესაბამისი ინტონაციით.
შემდგომ ვამოწმებ თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა წაკითხული
ვსვამ კითხვებს.
ასევე ვამუსავებთ ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
ფაზა C (გამთლიანების
ფაზა- წერის სტრატეგია ორწუთიანი ესე 15 წთ)
გამთლიანების ფაზაზე ვასრულებთ დავალებას ჯერ ინდივიდუალურს
და შემდგომ ჯგუფურს.ჯგუფებს ვაძლევ დავალებას ორი სიტყვით დაწერონ როგორ წარმოუდგენიათ.როგორ
გააგრძელებდნენ მოთხრობას.მათი აზრით როგორი იქნება ობობას მომავალი.
მოსწავლის შეფასება-
5 წთ
შემდგომ შევხედავთ დაფას და მასზე ჩამოთვლილ შეფასების კრიტერიუმებს.გავარჩევთ
როგორი იყო წყვილებში და ჯგუფებში მუშაობისას მოსწავლეთა ჩართულობა.
როგორ იყენებდნენ დროის ლიმიტს დავალების შესრულებისას?
როგორ გაიაზრა ჯგუფმა დავალება?ასევე რამდენად გაართვა თავი დავალებას
მოსწავლემ ინდივიდუალური მუშაობისას.იყო თუ არა აქტიური,ინიციტივიანი გაკვეთილზე.თანამშრომლობდნენ
თუ არა ერთმანეთთან.შემდგომ ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.ბოლოს
მათ ვურიგებ თვითშეფასების კითხვარს.მოსწავლეები ავსებენ მას.
აქტივობები სსსმ
მოსწავლისთვის:უსმენს ვიდეოფაილს და მას ვუსვამ კითხვებს რომლებიც
მარტივი მისთვის გასაგები ენითაა ფორმულირებული.ვაძლევ გასაფერადებელ დავალებას.
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:მოსწავლემ შეძლოს მართებულად გამოიყენოს თხრობითი და
კითხვითი წინადადება როგორც წერისას ასევე
მეტყველებისას.დასვას შესაბამისი სასვენი ნიშნები და შექმნას მცირე ზომის ტექსტები, მათი გამოყენებით.
შეფასების ტიპები
და მეთოდები:
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასებას.ასევე გაკვეთილის
მსვლელობისას გამოვეხმაურები მოსწავლეს ზეპირი მოკლე კომენტარებით.
გამოყენებული მეთოდები:საერთო
საკლასო მუშაობა,ვერბალური ახსნა და კითხვა პასუხი.
კლასის ორგანიზების
ფორმა:საერთო საკლასო მუშაობა,ჯგუფური მუშაობა და ინდივიდუალური
მუშაობა.
სასწავლო რესურსი:პლაკატი
ქცევის წესებზე შეფასების რუბრიკა.ფერადი ფურცლები.
ფურცლები ტექსტით.სახელმძღვანელო .კომპიუტერი.პროექტორი.პრეზენტაცია
Комментариев нет:
Отправить комментарий