გაკვეთილის მთავარი თემა
|
რიცხვი 7
|
||||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასშია 11 მოსწავლე. მათგან არცერთი არაა სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების.
|
||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან რიცხვს 7,ისწავლიან
ციფრი 7-ის ჩაწერას, შეძლებენ შესწავლილი რიცხვის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებას.
|
||||||||||||||||||||||||||
წინასწარი ცოდნა
|
იციან რიცხვები 6-ის ფარგლებში. ამოსწავლეებმა იციან
დათვლა და
რიცხვების ჩაწერა
1-დან 7-მდე
ბასახელებენ
წინა და
მომდევნო რიცხვებს.
ფლობენ
მარტივი ამოცანების
ამოხსნის უნარს.
|
||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
ფაზა A (გამოწვევის
ფაზა) 10 წთ. დაფაზე დავამაგროთ სხვადასხვა ფერის ფიგურები.
შემდგომ ვთხოვოთ მოსწავლეებს დააასახელონ მათი სახელწოდება
და დაითვალონ ისინი.შემდგომ ვიკითხოთ რა იციან შვიდიანზე.დავეხმაროთ,რომ გაიხსენონ,ცისარტყელას
7 ფერი. კვირის შვიდი დღე.ასევე არსებობს ანსამბლი შვიდკაცა. შვიდი
ჯუჯა. მსოფლიოს შვიდი საოცრება.
ფაზა B (ცოდნის კონსტრუირება) 15 წთ. ამ ფაზაზე ვთხოვოთ მოსწავლეებს
გადაშალონ სახელმძღვანელო და დავუსვათ კითხვები
-რომელი რიცხვია
მეტი 7თუ
6 ? 5 თუ
7 ?
-ჩამოთვალეთ 7-ზე ნაკლები რიცხვები!
-რა რიცხვს მივიღებთ
3 რომ დავამატოთ
4? 6-ს რომ დავამატოთ
1?
რომელ რიცხვს
უფრო ადრე
ვასახელებთ თვლისას-7-ს თუ
5-ს?
6-ს რა
რიცხვი უნდა
მივუმატოთ,რომ
მივიღოთ 7?
7-ს რა
რიცხვი უნდა
გამოვაკლოთ,რომ
მივიღოთ 6?
ფაზა C (გამთლიანება ) 10–15 წთ. გამთლიანების ფაზაზე ვასრულებთ სავარჯიშოებს
კომპიუტერის საშუალებით.
შემდგომ ვაჯამებთ გაკვეთილს ,რა მოეწონათ გაკვეთილზე.რა
იყო საინტერესო და რა ცოდნა შეიძინეს.
|
||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები გაეცნონ რიცხვს-7,ისწავლონ მისი ჩაწერა.
გამოიყენონ შესწავლილი რიცხვი რეალურ ვითარებაში.
|
||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო.
კომპიუტერი.დაფა,ცარცი.
|
||||||||||||||||||||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გაკვეთილის ბოლოს შევაფასოთ მოსწავლეები წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.
შეფასებისას გამოვიყენოთ განმავითარებელი კომენტარი.
|
||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მთავარი თემა
|
შეკრება
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასშია 11 მოსწავლე. მათგან არცერთი არაა სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების.
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
გაეცნონ ისეთ მათემატიკურ მოქმედებას,როგორიცაა შეკრება.
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან რიცხვები 10-ის ფარგლებში. აღწერენ ილუსტრაციებს.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
ფაზა A (გამოწვევის
ფაზა) 15 წთ. ავიღოთ სხვადასხვა ფერის
სამი პარკი. ერთ პარკში ჩავყაროთ სათამაშოები,მეორეში
გეომეტრიული ფიგურები.მესამე კი დავტოვოთ ცარიელი.შემდგომ ავიღოთ ორივე პარკიდან
რამოდენიმე საგანი და მოვათავსოთ ცარიელში.ვკითხოთ მოსწავლეებს ახსნან მოცემული ქმედება,დავეხმაროთ
მათ მივიდნენ დასკვნამდე,რომ ჩვენ გავაერთიანეთ,ერთად მოვუყარეთ თავი ანუ შევკრიბეთ საგნები.შევასრულეთ მათემატიკური მოქმედება
შეკრება.გაკვეთილი გავაგრძელოთ პრეზენტაციით,რომელზეც ასახულია თემასთან დაკავშირებული
საკითხები.შეკრების ნიშანი,სავარჯიშოები შეკრებასთან დაკავშირებით.გზადაგზა ვეკითხებით
მოსწავლეებს,ხომ არ ეცნობათ ეს ნიშანი,რა სმენიათ მის შესახებ.ასე გავარკვევთ მათ
წინარე ცოდნას მოცემულ თემასთან
მიმართებით და თან უკეთ გავაცნობთ შეკრების და ტოლობის
ნიშნებს.
ფაზა B (ცოდნის კონსტრუირება)
10 წთ. გაკვეთილი გავაგრძელოთ პრეზენტაციით,რომელზეც ასახულია თემასთან დაკავშირებული
საკითხები.შეკრების ნიშანი,სავარჯიშოები შეკრებასთან დაკავშირებით.გზადაგზა ვეკითხებით
მოსწავლეებს,ხომ არ ეცნობათ ეს ნიშანი,რა სმენიათ მის შესახებ.ასე გავარკვევთ მათ
წინარე ცოდნას მოცემულ თემასთან
მიმართებით და თან გავაცნობთ შეკრების და ტოლობის
ნიშნებს.
შემდგომ მოსწავლეებს ვთხოვთ გადაშალონ სახელმძღვანელო.ვთხოვოთ
ჩახედონ ილუსტრაციას და დავუსვათ შეკითხვები.თან განვუმარტოთ ,რომ "+" ნიშანს ეწოდება "პლუსი" ანუ შეკრების ნიშანი და ჩავაწერინოთ
ეს ნიშანი სავარჯიშოების რვეულში.
ფაზა C (გამთლიანება ) 10 წთ. გამთლიანების ფაზაზე ვასრულებთ სავარჯიშოებს
კომპიუტერის საშუალებით.
შემდგომ ვაჯამებთ გაკვეთილს ,რა მოეწონათ გაკვეთილზე.რა
იყო საინტერესო და რა ცოდნა შეიძინეს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები გაეცნონ შეკრების მოქმედებებს და ნიშნებს
"+" და
"="
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო.
კომპიუტერი.დაფა,ცარცი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გაკვეთილის ბოლოს შევაფასოთ მოსწავლეები (5 წთ) წინასწარ
შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით. შეფასებისას გამოვიყენოთ განმავითარებელი
კომენტარი.
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
რიცხვი 15
|
||||||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასშია 14 მოსწავლე. მათგან არცერთი არაა სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების.
|
||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეები გაეცნობიან რიცხვს 15,ისწავლიან
რიცხვი 15-ის ჩაწერას, შეძლებენ შესწავლილი რიცხვის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებას.
|
||||||||||||||||||||||||||||
წინასწარი ცოდნა
|
იციან რიცხვები 14-ის ფარგლებში. მოსწავლეები ითვლიან 1-დან 20-მდე; წერენ რიცხვებს
1-დან 14-მდე
ასახელებენ
წინა და
მომდევნო რიცხვებს.
ფლობენ
მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნის
უნარს.ალაგებენ რიცხვებს თანმიმდევრობით,ზრდადობის და კლებადობის
მიხედვით,ასევე ადარებენ რიცხვებს და სვამენ
მეტობის და ნაკლებობის ნიშანს.ასახელებენ ათეულის და ერთეულის რაოდენობას რიცხვში.
|
||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
ფაზა A (გამოწვევის ფაზა)
12 წთ. დაფაზე დავამაგროთ სხვადასხვა ფერის ფიგურები,რომლებზეც
გამოსახულია რიცხვები 10-დან 15-მდე და ასევე თაბახზე დაბეჭდილი რიცხვების შესაბამისი რაოდენობის საგანთა სურათები:
შემდგომ ვთხოვოთ
მოსწავლეებს შეხედონ დაფას და გაიხსენონ ნასწავლი რიცხვები, დააასახელონ დაფაზე გაკრული
რიცხვების სახელწოდება, ვთხოვოთ მათ ასევე შეხედონ დაფაზე მოცემულ ნახატებს და დაითვალონ
ნახატებზე წარმოდგენილი საგნები. ამის შემდეგ მივცეთ მათ დავალება რომ შეუსაბამონ
ერთმანეთს მოცემული რიცხვები და მათი შესაბამისი
რაოდენობები.ამას ისინი აკეთებენ ინდივიდუალურად,დაფაზე გამოდის მოსწავლე,ირჩევს
რიცხვს და შემდგომ მას მიაკრავს ნახატს რომელზეც რიცხვის შესაბამისი საგანია (მაგ:რიცხვი
13-ზე აკრავს ნახატს რომელზეც 13 ფანქარია
გამოსახული) ამ აქტივობის შესრულებისას,ისინი
დაფაზე აღმოაჩენენ ახალ რიცხვს,რომელიც ჯერ არ შეუსწავლიათ და ეს რიცხვია 15, შემდგომ
გავესაუბრები მათ, განვუმარტავ გაკვეთილის
თემას და მიზანს,გამოვიყენებ „გონებრივი იერიშის“სტრატეგიას და დავსვამ შემდეგი სახის
შეკითხვებს:
1.რა იციან რიცხვი 15-ის შესახებ?
2.როგორ დაახასითებენ ამ რიცხვს?
3.ხომ არა არის კლასში ვინმე ვინც 15 რიცხვში დაიბადა?
4.სწავლა რომელ რიცხვში იწყება?
ვწერ დაფაზე მოცემულ რიცხვს და მოსწავლეებს ვუხსნი
ჩაწერის პრინციპს(ერთ უჯრაში ერთი ციფრი)
ამ გზით მოსწავლეები შეძლებენ იმსჯელონ და გაიხსენონ
ყველაფერი რაც იციან მოცემული რიცხვის შესახებ.
ფაზა B (ცოდნის კონსტრუირება) 8 წთ. ამ ფაზაზე ვთხოვოთ მოსწავლეებს
გაეცნონ პრეზენტაციას რომელსაც პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ დიდ ეკრანზე.ისინი
გაეცნობიან დავალებებს რომლებიც დატანილია სლაიდებზე,
-რომელი რიცხვია
მეტი 14თუ
15 ? 10 თუ
15 ?
-ჩამოთვალეთ 15-ზე ნაკლები რიცხვები!
-რა რიცხვს მივიღებთ
10 რომ დავამატოთ
5? 10-ს რომ გამოვაკლებ
5?
რომელ რიცხვს
უფრო ადრე
ვასახელებთ თვლისას-11-ს თუ
15-ს?
რომელია 15-ის წინა
რიცხვი?რომელია 14-ის მომდევნო რიცხვი?
დავასახელოთ
რამდენი ათეულია 15-ში;ერთეული რამდენია?
ნასწავლი
რიცხვებიდან რომელია ყველაზე დიდი რიცხვი?რატომ?
პრეზენტაციაზე
თვალნათლივ ჩანს თითოეული შეკითხვის პასუხი და მისი დახმარებით მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ
დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ფაზა C (გამთლიანება ) 10 წთ. გამთლიანების ფაზაზე ვასრულებთ სავარჯიშოებს.წინასწარ
მაქვს მომზადებული დავალების ორი ბარათი.პირველ ბარათზე მოცემულია დავალება ინდივიდუალური
მუშაობისთვის, დავალების შესასრულებლად ეძლევათ 5 წთ.მათ უნდა გამოწერონ რიცხვი
15.საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები მათ,ავღნიშნავ რა გააკეთეს კარგად და რა უნდა
გამოასწორონ. მეორე ბარათზე მოცემულ სავარჯიშოებს მოსწავლეები ასრულებენ წყვილებში.ამ
აქტივობების შესასრულებლად მათ ეძლევათ 5 წუთი.აქტივობის დასრულების შემდეგ წყვილებში ნამუშევრებს
ვაკრავ დაფაზე,მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და ერთად ასწორებენ ხარვეზებს.
გაკვეთილის შეფასება (5 წთ)
შემდგომ ვაჯამებთ გაკვეთილს ,მოსწავლეები მსჯელობენ:რა
მოეწონათ გაკვეთილზე,რა იყო საინტერესო და რა ცოდნა შეიძინეს.
|
||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის შედეგები
|
მოსწავლეები გაეცნონ რიცხვს-15,ისწავლონ მისი ჩაწერა.
გამოიყენონ შესწავლილი რიცხვი რეალურ ვითარებაში.
|
||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო.
კომპიუტერი.დაფა,ცარცი.ფერადი ქაღალდები,პროექტორი.
|
||||||||||||||||||||||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასება გაკვეთილის ბოლოს შევაფასოთ მოსწავლეები წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.
შეფასებისას გამოვიყენოთ განმავითარებელი კომენტარი.
|
||||||||||||||||||||||||||||
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий